რუსები არ მალავენ თავიანთ გეგმებს და უკვე ღიად აშანტაჟებენ მთელ მსოფლიოს – ისინი აცხადებენ, რომ ახდენენ ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის განაღმვას და ამასთან, მზად არიან ააფეთქონ.
თავის განცხადებაში, რუსეთის ფედერაციის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა, რომელიც ახლა ზაპლანტის გარნიზონს მეთაურობს, თქვა, რომ ”იქ იქნება ან რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო”.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დავიკავებთ. და ჩვენ ამას არ ვუმალავთ მტერს. ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი. მტერმა იცის, რომ სადგური ან რუსული იქნება, ან არავისი. ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯის შედეგებისთვის. თქვენ კი, განმათავისუფლებელო მებრძოლო, უნდა გესმოდეთ, რომ მეორე გზა არ გვაქვს. და თუ არის უმძიმესი ბრძანება – პატივით უნდა შევასრულოთ!“ – უთხრა მან თავის ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრობლოკები დანაღმეს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ქალაქ ენერგოდარზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. რაკეტები უშუალოდ სადგურის მოედანზე ჩამოვარდა, რომლის სიახლოვესაც გადამუშავებული საწვავის საცავი მდებარეობს.
„ჯითიმედია“
კომენტარები