• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზაფხულის სეზონს ნაადრევად დავასრულებთ“ – ტურიზმის სექტორში ნეგატიური მოლოდინია

ალია ავტორი - ალია
12:41 07-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოსი ეპიდვითარების გაუარესებასთან ერთად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ნეგატიური მოლოდინები გაუჩნდათ. გაჩნდა სეზონის ჩავარდნის რისკი.

„პროგნოზების გათვალისწინებით, აგვისტოში კიდევ უარესი იქნება ინფიცირების დონზე. საერთაშორისო ტურიზმის კუთხით ნაკადები შემცირდა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. რიგმა ქვეყნებმა საქართველოში მოგზაურობა აკრძალეს და ალბათ, ეს ტენდენციაც გაგრძელდება“,– ამბობს „ჰელსინკ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

მისი აზრით, მთავრობის ვალდებულებაა, დააჩქაროს ვაქცინაციის ტემპი, თუმცა ვინაიდან ვაქცინაციას ეფექტი დაახლოებით 2 თვეში ექნება, მოკლევადიან ეფექტს არც ამ მიმართულებით ელის.

ტურისტული კომპანია BEMCE DMC- ის დირექტორი ვიკა შარია, სექტორის გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენ ძალიან მკაცრ სტანდარტებს გვიწესებენ: ხელშეკრულებაში ყველა კომპანიამ აუცილებლად უნდა გავწეროთ პირობა, რომ ჩაკეტვის შემთხვევაში, არ მოხდება არაფრის ანაზღაურება. ერთის მხრივ, სასტუმროები თანხის სრულად ჩარიცხვას ითხოვენ, მეორეს მხრივ, კლიენტები გვეუბნებიან, „რომ პანდემიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, თანხას უკან მოვითხოვთ“. მოკლედ, ჩვენ – ტურისტული კომპანიების სექტორი შუაში ვართ “გაჭეჭყილები” სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში“.

ზაფხულის სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, ამდენად, ტურისტული სექტორისთვის ერთ–ერთ გამოსავლად შესაძლოა, შიდა ტურიზმი განიხილებოდეს, თუმცა ამ მიმართულებითაც შეინიშნება ნეგატიური ტენდენცია. კერძოდ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მაგალითად, აჭარის რეგიონში, ვინაიდან ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ის მერე ადგილზეა, ჯავშნებს ადგილობრივი ტურისტებიც აუქმებენ. მოთხოვნა ამ ეტაპზე ნარჩუნდება მაღალმთიან რეგიონებზე – რაჭა–ლეჩხუმსა და გურიის მიმართულებებზე, თავს არიდებენ სვანეთს მაღალი ფასებისა და ხალხმრავლობის გამო. ამასთან, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ადგილობრივი ტურისტები დაბალშემოსავლიანები არიან, შესაბამისად, ბევრ ობიექტს სეზონის დასრულება ნაადრევად მოუწევს.

„ალბათ, ზაფხულის სეზონს ნაადრევად დავასრულებთ, რადგან ფასების დაწევა ობიექტებისთვის არ იქნება მომგებიანი – თავიანთ ხარჯებსაც ვერ გაწვდებიან. ეს ტენდენცია უკვე იგრძნობა“,– ამბობს საბა ზანაკიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved