• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზაფხულის ბოლოს მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ” – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
12:34 02-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ წვლილს შეიტანს.

როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ზაფხულის ბოლოს მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება იგეგმება.

“ვაქცინასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მე არ მინდა, ძალიან დავკონკრეტდე. მაქვს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა, ტყუილი ილუზიები შევქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც უფრო და უფრო გაზაფხულზე გაფართოვდება. ზაფხულის ბოლოს კი, ჩვენ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვიმუშაოთ. ახლა იწყება სერიოზული პიარკამპანია ამისთვის, რაშიც თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, ყველა ტელევიზია თუ მასმედიის წარმომადგენელი, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, დღეს კორონავირუსული პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, მეორე მხრივ, რეკომენდაციების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი წერტილს დაუსვამს პანდემიას.

შეგახსენებთ, საქართველოში ჯერ არცერთი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოსულა. მთავრობის ადმისნიტრაციის ცნობით კი თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. მარტის დასაწყისში კი, AstraZeneca-ს 180 000-300 000 დოზას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved