• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზახაროვას თქმით, ატომურ სადგურებზე კონტროლი ბირთვული პროვოკაციების ასაცილებლად დაამყარეს

ალია ავტორი - ალია
19:21 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი, მარია ზახაროვა ხვალ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.

მოლაპარაკებებსა და მშვიდობაზე საუბრობს აგრესორი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ კრემლის მიზანი არ არის უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება.

ამასთან თავისებური განმარტება გაკეთდა ატომური ელექტრო სადგურების აღებაზე – ზახაროვას თქმით, ეს იმიტომ მოხდა რომ უკრაინელ ნაციონალისტებს თავისივე ტერიტორიაზე მდებარე სადგურები ბირთვული პროვოკაციებისთვის არ გამოყენებინათ.

“თურქეთის მხრიდან იყო შემოთავაზებული ინიციატივა, რომ შეხვედროდნენ უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრები, მოლაპარაკებებში ჩართული იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მოლაპარაკებები საჭიროა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს უაზრო სისხლისღვრა. ჩვენი მიზანია უკრაინას ჰქონდეს ნეიტრალური სტატუსი, რისი მიღწევაც მოსკოვს მოლაპარაკებების გზით ურჩევნია და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდში უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. მოსკოვი არ გეგმავს უკრაინის ხელისუფლების დამხობას. სპეცოპერაციის დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი ჩერნობილის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე. ეს ნაბიჯი გადაიდგა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა უკრაინული ნაციონალისტური და სხვა ტერორისტული ჯგუფებისათვის, ასევე უცხოელი დაქირავებულებისთვის, არ გამოეყენებინათ სიტუაცია ამ ქვეყანაში ბირთვული პროვოკაციების მოსაწყობად და ეს რისკები ნამდვილად არსებობს,” – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved