• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე ბურჭულაძეზე:

ალია ავტორი - ალია
12:32 03-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227

„დაკარგა აზრი მათთან პოლემიკამ, უბრალოდ ამნეზია შეყრილ საზოგადოების ნაწილს იმას შევახსენებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ 2012 წლის შემდეგ და რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ.

როგორც ანჯაფარიძე წერს, პაატა ბურჭულაძე „ნაცმოძრაობის“ რიგით რუპორად მას შემდეგ ჩამოლაბორანტდა, რაც პატრონ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა.

„ნაცმოძრაობის“ რიგით რუპორად ჩამოლაბორანტდა პაატა ბურჭულაძე. მას შემდეგ, რაც პატრონს მიშა სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა. ის და სხვებიც დღეს ორკესტრირებულად მღერიან ერთ სიმღერას, რომ თითქოს საქართველოში არაფერი იცვლება, დემოკრატია და თავისუფლება იზღუდება და ა.შ. დაკარგა აზრი მათთან პოლემიკამ, უბრალოდ ამნეზია შეყრილ საზოგადოების ნაწილს იმას შევახსენებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ 2012 წლის შემდეგ და რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის კანონი, როგორც ჰუმანური აქტი, შეეხო 17 053 ადამიანს და უკანონოდ დაპატიმრებული ათასობით ადამიანი დაუბრუნდა ოჯახს. „ამნისტიის შესახებ“ 2013 წლის 28 ივლისის კანონით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა ყველა ის პირი, რომელიც კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებდა უკანონოდ მოპოვებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანით გაუქმდა უპირობოდ სასჯელების შეკრებითობის პრინციპი, რაც უზომოდ მაღალი სასჯელების გამოტანას იწვევდა და ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერად იქცა.

2015 წლის იანვრიდან ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად და ან დამნაშავედ მიჩნევა საერთოდ დაუშვებლად გამოცხადდა. ამით დასრულდა ანონიმურ წყაროზე მითითებით ირიბი ჩვენების სასამართლო მტკიცებულებად „გაპრავების“ ეპოქა, რაც „ნაცმოძრაობამ“ დანერგა 2013 წლიდან ადვოკატებს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება დაუბრუნდათ. 2009 წლიდან ადვოკატებს ეს უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციის მეშვეობით გაკონტროლებულიყო რომელი მსჯავრდებული პირი აპირებდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, 9 წლის განმავლობაში სასამართლოების გამოკეტილი კარი გაიღო და სხდომები საზოგადოებისათვის ღია გახდა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახალხო დამცველის უფლებები, რომლებსაც ბოროტად იყენებს ამჟამინდელი ე.წ. „სახალხო დამცველი“ შემიძლია ჩამონათვალი გავაგრძელო და საკმაოდ გრძელი სია გამომივა, თუმცა ვფიქრობ ესეც საკმარისია“, – წერს facebook-ზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved