• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

ალია ავტორი - ალია
11:05 10-01-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

10 წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა, შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო.

 

დღეს, ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულმთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენკულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ.

 

სფერო მზარდია, საქმე კი– მიმზიდველი. ამიტომ,თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” ამ აქტუალური თემითგაგრძელდა.

 

მრგვალი მაგიდის გარშემო, ამჯერად, იუთუბერებიგიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და  სეტანტასcommunity impact head– სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ.

 

უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგიკალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხიგაეხსნა. ძირითადად, საყვარელი კომპიუტერულითამაშების მიმოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირაამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდშიწარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარულიდა მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა.

 

„მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიყვანესაფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში.  გამოვედიკომენტატორის ჯიხურიდან და  გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებულიგამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველისპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმესსერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამუკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვევიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა  იყოწმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა”, – გაიხსენაგიორგიმ.

 

ნინუცა ორჯონიკიძესთვის youtube  კარგი საშუალებააამბავი იმ ფორმით მოჰყვეს, რომელიც მისთვისაამისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაშიხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმსთავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამისგამომწერებს  წასცდენიათ ხელი  youtube-ის არხზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა დადაებუსტა, 1000 დოლარი “ემსხვერპლა”. შედეგი ვერმოიტანა, თუმცა, გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგიაშეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთანკოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა.  ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს.

 

სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არაამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტასორგანული ვიდეოები ჰქონოდა.  

 

“ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირადვხედავთ დამფუძნებლის  ვიდეოს ათასობით ნახვით და0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ  შენსბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოსდაბუსტვა არ შველის”, – ამბობს სალომე.

 

2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხებისრაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს.  ყველაზეპოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო.

 

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზემონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა.  როგორც აღნიშნეს, თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატებაგზაში წამოგეწევა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved