პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი “ოცნებიდან” მორიგი 5 ადამიანის წასვლას და “ხალხის ძალაში” გაწევრიანებას ეხმაურება და ამბობს:
ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო, ასე ვთქვათ, მათი ასეთი ფორმით გამოხატულება, მათი პოზიციების და მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიების არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე.
ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
ჩვენ ვართ გამიჯნული რა თქმა უნდა. ისინი თავად გაგვემიჯნენ. ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები.
კომენტარები