• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვუერთდები პეტიციას, თავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
11:07 10-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას უერთდება. ლომიძე ამის შესახებ facebook-ზე წერს.

დეკანოზის თქმით, ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტების დევნა უნდა დასრულდეს. 

როგორც ერთი რიგითი ქართველი ვუერთდები პეტიციას, თავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს!

რატომ?

1) რაც მან 2003 წლის შემდეგ მოახერხა 90-იანებში გაძარცვულ-გაუბედურებული და ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის, განუზომლად მეტია იმაზე, რასაც მას დღეს ედავებით.

2) მისი დევნა ცალსახად პოლიტიკურია და დღევანდელი ხელისუფლების გამონათქვამები ადასტურებს ამას: “ჭკვიანად იყოს, თორემ დავუმატებთ”, “რომ წასულიყო პოლიტიკიდან, არ დავიჭერდით” და ამასვე ადასტურებს მისი დაკავება მხოლოდ საქართველოში შემოსვლის შემდეგ.

3) მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი მტერი და დამაქცევარი, რუსეთი ხარობს მისი დაკავებით, ადასტურებს, რომ არ უნდა იჯდეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველების ხელით ციხეში.

4) საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყოფილი პრეზიდენტების დევნა და მკვლელობა. ეს ვნებს და ანადგურებს ქვეყნის წინსვლას და მომავალს. გაიხსენეთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ის პროპაგანდისტული ტყუილების ზღვა, რითაც იგი შეაძულეს ხალხს, შედეგად განდევნეს და მოკლეს. ამ პროპაგანდისტული ტყუილების და ჭორების გავრცელებაში დიდოსტატია ჩვენი მტერი და კიდევ ერთხელ ნუ გააბრიყვებინებთ თავს.

გაათავისუფლეთ საქართველოს პრეზიდენტი”, – წერს ლომიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
ახალი რეკორდი არქიში – ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა
ახალი ამბები

ახალი რეკორდი არქიში – ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა

16:15 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved