• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია” – თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე

ალია ავტორი - ალია
13:00 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ძალიან საზიანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გზავნილია,“- ასე აფასებს ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შიმშილობას აქვს პოტენციალი შექმნას პოლიტიკური კრიზისი, ხოლო ნიკა მელიას თავგანწირვა, პატივისცემას იმსახურებს.

„ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია.
სიტყვებმა “თავგანწირვა”, “საიმედო” და არა მხოლოდ, სასტიკი დევალვაცია განიცადა და აღარაფერს ნიშნავს.
მძიმე განსაცდელშია აშკარად, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. რეალობასთან მოჭიდება დაკარგა უდიდესმა ნაწილმა,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარიამ აღნიშნული განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
„შიმშილობა არის ბრძოლის ფორმა, მშვიდობიანი, მიღებული ფორმა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდნენ, ეს არ მოხდა რუსთაველზე ახალი წლის დღეებში…
ასევე, არ შეიძლება ადამიანების გადაწყვეტილებას, მათ შორის ნიკა მელიას თავგანწირვას პატივი არ სცე და ყველას ვინც იქ არის.
ყველა შიმშილობას თავისი კონტექსტი აქვს. მე ზოგადად მგონია, რომ ეს არის დიდი წნეხი რეჟიმისთვის და ამას აქვს პოტენციალი, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ეს არის გზა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved