• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია იფსოსთან და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის” სახელით – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
14:20 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ვაცხადებთ ჩვენს პოზიციას, კომპანია იფსოსის მიერ გუშინ, 28 ოქტომბერს, ჩვენს შორის არსებული კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევის ფაქტზე, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გემერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წრერს და აღნისნავს, ტელეკომპანია თანამშრომლობას წყვეტს “იფსოსთან”

კომპანია იფსოსის მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი:
ანზორ მელია: 52.3%
მამუკა წოწერია: 43.3%
უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%

1. ნარჩენი 4.4%ის გადანაწილება იმგვარად რომ 49/51 მივიღოთ ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია. სულ რომ 4.4% მთლიანად წოწერიას დაემატოს (რაც უკვე სტატისტიკური აბსურდია). ჩვენთვის ციფრების მოწოდების შემდეგ, ერთადერთი შეკითხვა გაგვიჩდა ქალაქ ზუგდიდის მონაცემების შესაძლო ხარვეზზე, რაზეც მივიღეთ სატელეფონო განმარტება, რომ სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომაა და გვეხელმძღვანელა იმ მონაცემებით, რომლიც მოგვიანებით გამოვაქვეყნეთ. ასევე, მივიღეთ განმარტება, რომ რაკიღა გამოქვეყნებამდე დრო მცირეა, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დადასტურებად ჩავთვალოთ სატელეფონო თანხმობა, ხოლო ელექტრონული ფოსტით თანხმობას მივიღებდით პოსტ-ფაქტუმ (აღნიშნულს არაერთხელ ქონი ადგილი ჩვენი პარტნიორობის განმავლობაში).
2. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მთავარმა არხმა გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო ნაცმოძრაობის კანდიდატსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი?
3. ასეც რომ ყოფილიყო, იფსოსს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი.
4. იფსოსის საიტზე გამოქვეყნებულ შედეგებში მითითებული ცდომილების ზღვარი მერყეობს 4%დან 5% მდე. აღნიშნული კი თეორიულად შეუძლებელია და არაა დაშვებული ქართული კონმდებლობით, რომლითაც ეს ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 3%ს. ცხდია, იფსოსმა იცის ეს მოთხოვნა და ის ყოველთვის კვლევის ტექნიკური პროტოკოლის ნაწილია. მათ მიერ გამოგზავნილ კვლევის მეთოდოლოგიაში ცდომილების ფარგლები მითითებულია კანონით მოთხოვნილ სამპროცენტიან ფარგლებში.
5. განცხადებაში ასევე განსხვავდება ინფორმაცია საველე სამუშაოს ჩატარების ვადების შესახებ იფსოსის მიერვე ჩვენთვის მოწოდებული ვადებისგან.
6. მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს ქართული ოცნების ბრიფინგიდან. რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთიოსინდისიერი ქმედება.
7. მთავარი არხი მიიჩნევს, რომ ამ მკაფიოდ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით, კომპანია იფსოსმა მოახდინა საკუთარი თავის აღუდგენელი დისკრედიტაცია. რეპუტაციაშელახული კომპანია კი ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე.
8. ბოდიშს ვუხდით იფსოსის ყველა კეთილსინდისიერ და უაღრესად კომპეტენტურ თანამშრომლებს, ვისთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივი და უკიდურესად ეფექტიანი იყო. თუმცა, ვწუხვართ, რომ მათ ვერ შეძლეს ამ ტიპის ქმედებების შეჩერება და, მათ შორის, საკუთარი კომპანიის რეპუტაციის დაცვა არაკეთილსინდისიერი პირებისგან.
9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია იფსოსთან და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს მთავარი არხის სახელით.
10. სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი.
11. სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ქართული იფსოსის ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება.
12. მთავარი არხი აცხადებს, რომ კომპანია იფსოსის ამგვარი არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტ პოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
13. მთავარი არხი ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
14. მთავარი არხი ასევე მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით იფსოსის მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას იფსოსის არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერების და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved