• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვწერ იმათთვის, ვინც ამბობს: „ერთი ჩვეულებრივი ვირუსია”… მეუბნებიან, რომ პანიკაში არ ჩავვარდე”

ალია ავტორი - ალია
14:38 09-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:

„გუშინ მე-8 დღე იყო და და ყველაზე მაღალი სიცხე დაფიქსირდა. ღამე, 39.2, სუნთქვა ცოტა გახშირდა და ხველაც. ჟანგბადი დამიმატეს. თავიდან გაჯიუტდა ტემპერატურა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოიწია.

დილით 38-38.5 მაქვს ხოლმე ბოლო 3 დღეა. ასე ცოდნია ვირუსს, რომელიც მესამე დღეა უკვე თავისი ძალის დემონსტრირებას მიჩვენებს.

ამას ვწერ იმათთვის, ვინც ამბობს: „ერთი ჩვეულებრივი ვირუსია”… ბევრი იცით ვირუსი, რომელიც ამდენი დღე უსიმპტომობაში გამყოფებს და 1 კვირის შემდეგ გიტევს. მსგავსი არასდროს არაფერი მქონია. ნუ, კოვიდიც პირველად დამემართა. დღეს კატეს გამიკეთებენ.

ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. ლევანი ისევ ისეა, მაგრამ ახლა ამბობს ყელის ტკივილი დამეწყოო. კატე უწევს ლევანსაც. წინასწარ მეუბნებიან, რომ ანთება თუ მექნება პანიკაში არ ჩავვარდე.

ასეთი მიმდინარეობის დროს ეს მოსალოდნელიაო. ხანდახან ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ საღამოობით ცოტა შიში შემეპარება.

მერე ლევანი შემომძახებს ხოლმე თავისი ომახიანი ხმით და მოვდივარ აზრზე ხანდახან ძალიან მეზარება წერა აქ და კაკუნი. მაგრამ როგორც კი დავაგვიანებ ინბოქსში მწერენ: არიქა, როგორ ხარო. ჰოდა, ასე ვარ. მგონია, რომ რაღაც თამაშია. და უნდა ვითამაშო, სხვა რა გზაა?! დამარტყამს – დავარტყამ მეც. დამარტყამს – დავარტყამ და ერთხელაც ისე ვგლიჯავ გავაფრენ ამერიკაში.

სხვა ყველაფერი ისევ ისეა. ვწევართ, ვდგებით, ვკითხულობთ, გვჩხლეტენ, ვიცინით, ხან არაფრის თავი არ გვაქვს.”

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და მისი მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის დიაგნოზი გუშინ დაუსვეს.

თეგები: ვიკა ბუკიალევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved