• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ!” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
02:25 03-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა:

ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო!

დღეს არის დღე, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიგვანიშნებს, ვინ ვის მხარესაა. რუსული ბომბი
მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაეცა. საბავშვო საავადმყოფოც. შენობა ბოლომდე დანგრეულია. ამ დროისთვის, 17 დაშავებული გვყავს. როგორც კი განგაშის ხმა გაისმა, ადამიანებმა უცებ დაიწყეს დამალვა იმ 500 კილოგრამიანი ბომბისგან, რომლებსაც რუსები ისვრიან.

საბავშვო ბაღი, სამშობიარო, მაინტერესებს ეს შენობები რითი უქმნიდა საფრთხეს რუსეთის ფედერაციას. ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სამშობიაროებისა და საბავშვო ბაღების ეშინია და მათ ანადგურებს. რა იყო, იქ პატარა ნაციონალისტები ცხოვრობენ, მშობიარე ქალები როსტოვის მიმართულებით ცეცხლის გახსნას აპირებდნენ თუ რას იზამდნენ?! ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა!

ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო!

ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ – ყველა დანგრეული შენობისთვის, ვოლნოვახაში, ხარკოვში, იზუმსა და ოხტირში, ჩერნიგოვში, ბოროდიანკაში, ჟიტომირსა და კიდევ ათობით უკრაინულ ქალაქში, იმ ქალაქებში ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელსაც რუსეთისთვის იოტისოდენა საფრთხეც კი არ შეუქმნია.

სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება. ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ, რა ხდებოდა უკრაინაში, ან რა დღეში იყვნენ მარიუპოლელები – თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ.

სანქციები იმ დონეზე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს სიმხეცე შეაჩერონ. მოსკოვში კარგად იციან, რომ მარიუპოლი დონეცკის ოლქის ნაწილია. ეს ის დონეცკის ოლქია, რომელზეც დონეცკში მცხოვრები ადამიანები ბევრს საუბრობენ, ახლა კი ვხედავთ, როგორ ექცევა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის მოსახლეობას. ეს ის უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც საწარმოებში მუშაობენ, სახლებში ცხოვრობენ, საავადმყოფოებში მკურნალობენ და მშობიარობენ.

მსგავს სიმხეცეს ჩვენ არც დონეცკის, არც ლუგანსკისა და არც მსოფლიოს არცერთი ქალაქის მიმართ არ ჩავიდენდით. სამყაროში არცერთ ქალაქს ასე არ მოვექცეოდით იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, თქვენ?!…

დღეს ვესაუბრე შარლ მიშელსა და უსრულა ვონ დერ ლეიენს. ასევე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის, დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს. ბორის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! პარტნიორები ბოლომდე არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც მარიუპოლში ხდება. ასვეე, იციან სხვა რეგიონებში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ვმუშაობთ, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მიიღოს და ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გახდეს.

ყველა ხერხით ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ! ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია!

დღეს სამი ძირითადი მიმართულებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა და იქედან დაახლოებით 35 ათასი ადამიანი გამოვიყვანეთ. ხვალ ისევ გავაგრძელებთ და ექვს ჰუმანიტარულ დერეფანს გავხსნით. ვლოცულობთ, რომ მოვახერხოთ ადამიანების გამოყვანა მარიუპოლიდანაც.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევჩენკოს პრემია გადავცეთ იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ეროვნული კულტურის გაძლიერებაში. იმედი მაქვს, როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, ჩვენს კულტურასაც ყურადღება მიექცევა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ბრძანებას ხელი უკვე მოვაწერე და ლაურიატები ჩვენი ომში გამარჯვების შემდეგ დასახელდებიან.

დიდება უკრაინას!

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved