• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე – ნინო სუხიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:27 04-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
606

„სუხიშვილების” დირექტორი რუსულ საფრთხეებზე ალაპარაკდა – როგორც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონი მეგობარ ქვეყნებს საქართველოზე აზრს შეუცვლის.

ევროპისა და ამერიკის გვერდზე დგომა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი – სუხიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი გაკვირვებას ვერ მალავს, რატომ ითხოვს “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსული კანონის ასე დაჟინებით მიღებას.

ნინო სუხიშვილი მესამე სექტორზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი არა უცხო ქვეყნის ინტერესებს არამედ, საქართველოს დემოკრატიულ გზას, სიტყვის თავისუფლებას იცავენ.

„გასაკვირია რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერი არ არის შეცვლილი ერთი სიტყვის გარდა, აგენტია მხოლოდ ამოღებული, თორე პრინციპში იგივეა აბსოლუტურად.

ის ორგანიზაციები, რომლებიც მოყვებიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები, პირიქით ზუსტად ისინი არიან ვინც იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავენ და ასევე კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში…

ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყენებში რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა. ვფიქრობ რომ [რუსული კანონის მიღება] ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება, რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“,- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

“სუხიშვილების” ხელმძღვანელმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოს ნომერ პირველი მტერი რუსეთია:

დღემდე არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების – ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რადგან, როგორც ვიცით, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური საგარეო ძალა არის რუსეთი, თავისი აგრესიით. ეს საფრთხე სულ არის და რასაკვირველია, როგორც ქვეყნის პატრიოტი, მე ვუსურვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უსაფრთხოებას და რასაკვირველია, ევროპის გეზით სვლასა და ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას”- დასძინა მან. 

თეგები: ნინო სუხიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved