ვრცელდება კადრები, სადაც საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტია ასახული.
საპატრიარქოს ეზოში 20 მაისს შევარდა ავტომობილი, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.
სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.














კომენტარები