• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
12:33 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების შესახებ ბრიფინგი გამართა და ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.

მელიას განცხადებით, იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება და ბრძოლას აგრძელებს.

„დასრულდა არჩევნები პარტიაში, რომელსაც აქვს გამოცდილება ქვეყნის მართვისა და ამავე დროს აქვს გამოცდილება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისა. მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს ან გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება რუსეთისკენ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, ქართული სახელმწიფოს მომავალი იქნება ნათელი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არჩევნები შედგა, მე გამარჯვებულს ვულოცავ, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურებ მას პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მე იმედი მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს. მე ვფიქრობ, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები და, რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში.

მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, მადლობა ყველა უღალატო ადამიანს, რომლებიც შეასრულებენ მომავალში ძალიან დიდ როლს ამ ქვეყნის განვითარების პროცესში. მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსეთის რეჟიმისა. ამის შემდეგ მე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მოტივაციით ვიქნები ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. ეს ასე იყოს ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved