• რეკლამა
  • კონტაქტი
21:07, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვქმნით ტელევიზიას, სააგენტოს და ქაღალდის გაზეთს“ – ლევან ვასაძე

ალია ავტორი - ალია
17:50 05-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,021

ბიზნესმენი  ლევან ვასაძე თავის ტელევიზიაზე, რომელსაც „ერი მედია“ ერქმევა, განცხადებას ავრცელებს.

„ერი მედია“(ERI Media) – ეს არის ეტაპობრივი შემოსვლა ახალი მედია პროექტის, რომელიც დავიწყეთ, როგორც ინტერნეტ პროექტი, რომელიც ნელ-ნელა სრულფასოვან ტელევიზიად გადაიქცევა.

დიდი ხანია გვინდოდა ამ პროექტის განხორციელება, არა მარტო საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებისათვის, არამედ ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ძალიან ცოტაა ქვეყანაში საღი აზრი და ლიბერალურ მატრიცას მიერ არ გაკონტროლებული მედია, სადაც მაყურებელს შეუძლია მშვიდი, გონიერი აზრი მოისმინოს წივილ-კივილის და პროპაგანდის გარეშე.

მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ამის განხორციელებისა. უკვე დაგეგმილია და მუშაობს რამდენიმე გადაცემა, ჩვენი მეგობრების და თანამოაზრეების ხელმძღვანელობით.

სოსო მანჯავიძის გადაცემა – „გონიერი“, მამუკა არეშიძის – „ჟამიერი, ძალიან საინტერესო გადაცემა კავკასიაზე და კავკასიის რეგიონის პრობლემატიკაზე, „ნაირფერი”- ეკატერინე ანდრონიკაშვილთან ერთად და კიდევ რამდენიმე დაემატება.

ეს იქნება, ჩემი მოკლე ტელე მიმართვები. „მოკლედ ნათქვამი“ – ამ პროექტის ნაწილია და შევეცდები, შეძლებისდაგვარად ჩავერთო ინტერვიუებში, როდესაც დამპატიჟებენ.

იმედი მაქვს, რომ ეს გონივრული, ანალიტიკური, საღი, მშვიდი, ინტელექტუალური, მშვიდობიანი წესი, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ, ბევრი თქვენგანის შეხედულებებს დაემთხვევა და ინტერესებს გამოეხმაურება.

ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ ის სივრცე, რომელიც ასე გვაკლდა წლების განმავლობაში. გარდა ამისა, იქმნება საინფორმაციო სააგენტო და ქაღალდის გაზეთი, რადგან უფროსი თაობის წარმომადგენლების დიდი ნაწილი, არ ხმარობს ინტერნეტს და ამიტომ გვინდა მათთვისაც გვქონდეს შესაბამისი ინფორმაცია. ეს ყველაფერი, ერთად ჯგუფში წარმოადგენს – „ერი მედიას“ პროექტს.

რა შეგიძლიათ თქვენ, როგორც ჩვენ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს!:

– წინა ნათქვამში ვახსენე, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს და დარეგისტრირებულია, როგორც ჩვენი მხარდამჭერი ვებგვერდზე – „eri.ge“ -ზე, შეუძლია გადაიღოს მოკლე ვიდეორგოლები, იმ პრობლემატიკაზე, რომელიც მას აინტერესებს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რედაქტორები მოიწონებენ მის შინაარსს, სტილს, ჩართული იქნებიან ახალ რუბრიკაში, რომელსაც ერქმევა „ერის ხმა“, რომელიც ნაკადად წავა და ჩვენი თანამემამულეების მიერ ჩაწერილ, მოკლე ვიდეოებს გავუშვებთ, ეს შეეხება არამარტო საქართველოში, არამედ, ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდანაც.

ჩვენ გავუშვებთ ამ ვიდეორგოლს და ყველანი გავიხარებთ იმით, რომ მონაწილეობთ ამ მედია პროექტის შექმნაში. ასე, რომ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს წინ და ყველას გთხოვთ, ჩაერთოთ არა ბიუროკრატიულ, მეგობრულ, უშუალო, გულწრფელ გარემოში, რომელიც საერთოდ სუფევს ჩვენ საზოგადოებრივ მოძრაობაში და მიიღოთ მასში მონაწილეობა.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე!“

წყარო – ახალი თაობა

თეგები: ლევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved