• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვფიქრობდით, წავალთ, ვიშრომებთ, შვილებს მაინც გადავარჩენთო, მარა ბოლოს არ გამოვიდა მთლად მასე!” – ემიგრანტის წერილი

ალია ავტორი - ალია
19:56 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150
ემიგრანტი, ლალი იმედაიშვილი:
“თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის წახვედით, ერთი რას გადაგვაყოლეთო! -სულ ეს გვესმოდა.
თავიდან ჩვენც მასე ვფიქრობდით, წავალთ, ვიშრომებთ, შვილებს მაინც გადავარჩენთო.
ასეც ვშვებოდით!
მარა ბოლოს არ გამოვიდა მთლად მასე!
Აღმოჩნდა რომ თურმე, მარტო ჩვენი შვილების გადასარჩენად არ წავსულვართ!
პირველმა შოკმა რომ გადაიარა, აზრზე მოვედით და რეალობის შეგრძნება დაგვიბრუნდა, აღმოვაჩინეთ რომ ბევრს ვჭირდებოდით!
ნიჭიერ, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებს!
ნიჭიერ, მაგრამ ღარიბ აბიტურიენტებს!
მარტოხელა პენსიონერ მეზობელს!
გაჭირვებაში ჩავარდნილ ნათესავს!
შიმშილის პირას მყოფ უცნობ მოხუცებს!
მღვდელს, რომელიც მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს!
პატარებს, უმწეოდ გამხდარ სხეულებში ჩაბუდებულ სიმსივნეს რომ ებრძვიან!
სმენადაქვეითებულს, სმენის აპარატის გარეშე რომ ვერ ახერხებს არსებობას!
სხვებსაც, Უამრავს!
მათი გადარჩენაც მოგვთხოვა სინდისმა. მშიერი მოხუცების, ავადმყოფი ბავშვების ფოტოებს თვალს ვერ ვუსწორებდით.
გვრცხვენოდა ყველას მაგივრად! საქართველოს მთავრობის მაგივრად, საქართველოში დარჩენილი ახლობლების მაგივრად, ეკლესიის მაგივრად, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების მაგივრად, საკუთარი თავების მაგივრადაც გვრცხვენოდა, მცირეს რომ ვგზავნიდით! უფრო მეტის გაგზავნა რომ გვინდოდა და არ შეგვეძლო!
მარა თვალებს სიხარულის ცრემლიც გვისველებდა, როცა ვიგებდით რომ უბრალო ხალხის, ემიგრანტების შეგროვილი თანხით, ბავშვი სიკვდილს გადაურჩა, გამოჯანმრთელდაო!
მაქ დარჩენილებო! კი არ გამტყუნებთ!
სანამ ემიგრაციაში აღმოვჩნდებოდი, მეც თქვენსავით ვფიქრობდი – რა გააჭირეს ამ ემიგრანტებმა კაცო საქმე, ჩემთვის ხო არ წასულან, თავიანთი ოჯახებისთვის წავიდნენ მეთქი!
გვიან მივხვდი, თურმე სად, რატომ და რამხელა მსხვერპლზე წასულხართ! მარტო იმიტომ კი არა, მეც რომ მომიწია თქვენს ტყავში გახვევა, აქედან უფრო კარგად ჩანს, რამდენს აკეთებდით თურმე
სხვების გადასარჩენად!
პირობა დავუდე თავს, აქ არაფერს აღარ დავწერ მეთქი, მარა იმდენჯერ დაგვაყვედრეს სამშობლო, ძალაუნებურად შემომეწერა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved