• რეკლამა
  • კონტაქტი
19:05, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვფიქრობ, უკვე გვაქვს “ქართული შტამი” – როგორ წარმოიქმნება ახალი შტამი? – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
16:53 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.

– ძალიან მარტივად რომ აგვიხსნათ, როგორ ხდება ახალი შტამის წარმოქმნა და თქვენ საუბრობდით ქართულ შტამზეც – ელოდებით ქართულ შტამს?

-ახალი შტამები უკვე წამოსულია… ერთი და მეტი თვის წინ ვამბობდი, შესაძლოა, ქართული შტამიც მივიღოთ-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი და არ ვიცით? ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის ლაბორატორიული ბაზა, მაგრამ იქ სრული კვლევა შტამებზე ლიმიტირებულად ტარდება და არა  ოდენობით, რა ოდენობაც საჭიროა ამის დასადგენად.

რა არის ახალი შტამი – დავუშვათ შეეყარა ერთ ადამიანს ვირუსი, ვითარდება ვირუსი მის ორგანიზმში, იცვლება, ამ ადამიანიდან სხვას რომ გადაედება ვირუსი, მასთან უკვე ხვდება ისეთი შეცვლილი ფორმით, რა ცვლილებაც იმ პირველი ინფიცირებულის ორგანიზმში განიცადა. მაგალითად, ავიღოთ ფერადკანიანი და თეთრკანიანი წყვილი, მათი შვილი შეიძლება იყოს ფერადკანიანი, ან თეთრკანიანი, ან მულატი. ამ წყვილის მეათე თაობა შეიძლება იყოს თეთრკანიანი და მეთორმეტე თაობა კი – ფერადკანიანი. ან, დედა არის მწვანეთვალება, მამას აქვს ყავისფერი თვალები – ვიცით, როგორი თვალის ფერი ექნება შვილს? შესაძლოა, მას ჰქონდეს თვალის ფერი ლურჯი, როგორც მის ბებიას, ან ბებიის ბაბუას. ყოფილა შემთხვევა, წყვილს გასჩენია წითურთმიანი შვილი და ოჯახში არავინაა წითურთმიანი, მაგრამ შესაძლოა, მამის ბაბუის ბებია იყო წითური. ასეთი ევოლუციური პროცესი მიდის ვირუსის შემთხვევაშიც, ათასობით მუტაციას განიცდის გამრავლებისას. რაც მეტად მრავლდება ვირუსი – მით მეტ მუტაციას განიცდის, გამრავლების პერიოდში მუტაცია არის ნორმალური პროცესი. ზოგადად ყველა მუტაცია როდია საშიში, მაგრამ საშიში ისაა, რომ რაც მეტია მუტაცია, მით მეტია შანსი, რომ გამოერიოს ერთი ცუდი შტამი. სამხრეთ აფრიკაში უამრავი მუტაცია იყო, მაგრამ ერთი გამოერია ბოროტი და ცუდი შტამი. იგივე მოხდა ინდოეთშიც. ამიტომ, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ახალი ცუდი შტამები, უნდა შევაჩეროთ გამრავლება ვირუსის და როგორ შევაჩეროთ ვირუსის გამრავლება, წესით, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გავიმეორებ, ფაიზერით აცრა, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუ “ალიას” ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდა, დღეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

“ვიკვლევთ [ახალ შტამს]. ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა გამოვრიცხოთ იმიტომ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე, ჯერ დელტაა ყველა”

კონკრეტულად რომელ შტამზე აქვთ მათ ეჭვი და რომელი შტამის აღმოსაჩენად დაიწყეს კვლევა – არ დაკონკრეტებულა.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved