• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
10:35 04-23-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ვოლვო ქარს მიზნად ისახავს, 2025 წლიდან ყოველწლიურად დაზოგოს 1 მილიარდი შვედური კრონი და 2,5 მილიონი ტონით შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი ცირკულარული ბიზნესის პრინციპების გამოყენებით.

კომპანიის გრძელვადიანი მიზნის მხარდასაჭერად, ვოლვო ქარს შექმნის მასალების “ჩაკეტილ წრეს” მძიმე გამონაბოლქვის მქონე მასალებისთვის, როგორიცაა ფოლადი და ალუმინი, აგრეთვე ნაწილების გადამუშავების, შეკეთების, ხელახალი გამოყენებისა და განახლებისათვის.

”ავტომობილების ინდუსტრიაში ვოლვო ქარს-ს ერთ – ერთი ყველაზე ამბიციური კლიმატური გეგმა გააჩნია და თუ ჩვენი მიზნების მიღწევა გვსურს, უნდა მივყვეთ ცირკულარულ ეკონომიკას,” – თქვა ანდერს კერბერგმა, ვოლვო ქარს– ის გლობალური მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა. ”ეს მოითხოვს, რომ გადავხედოთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ და იმას, თუ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მდგრადობის ინტეგრირებაზე ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია და ვმუშაობთ როგორც კომპანია, და ვცდილობთ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი გავხადოთ, როგორი მნიშვნელოვანიც ჩვენთვის მუდამ იყო უსაფრთხოება. ”

იმისათვის, რომ 2040 წლისთვის გახდეს ცირკულარული ბიზნესი, ვოლვო ქარს დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილების თითოეული ნაწილი უნდა იყოს შემუშავებული, განვითარებული და წარმოებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი როგორც გამოყენება, ასევე ხელახალი გამოყენება როგორც კომპანიის, ისე მისი მომწოდებლების მიერ.

უკვე ახლა, ვოლვო ქარს გადაამუშავებს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა გადაცემათა კოლოფები და ძრავები, რათა უკეთ გამოიყენოს მასალა და შეამციროს გამონაბოლქვი. 2020 წელს გადამუშავებული იქნა დაახლოებით 40,000 ნაწილი, რამაც ხელი შეუშალა თითქმის 3,000 ტონა CO2– ის გამყოფას. 2025 წლისთვის ვოლვო ქარს მიზნად ისახავს თავისი გადამამუშავებელი საქმიანობების გაორმაგებას. ღირებული მასალების მიმოქცევაში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კომპანიამ გასულ წელს თავისი პროდუქციის ნარჩენების 95 პროცენტი გადაამუშავა. ეს მოიცავდა 176,000 ტონა ფოლადს, რამაც ხელი შეუშალა თითქმის 640,000 ტონა CO2–ის წარმოქმნას.

ახალი ბიზნეს-მოდელები, როგორიცაა ელექტრო ავტომობილის აკუმულატორებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება, მნიშვნელოვანია ცირკულარული ბიზნესის გადმოსახედიდან. ავტომობილების გარეთ ენერგოაკუმულირების პროგრამებში ბატარეების გამოყენებით შესაძლებელია ახალი შემოსავლის ნაკადების და ხარჯების დაზოგვის რეალიზება, და ასევე აკუმულატორების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება.

ამ და სხვა პროექტების საშუალებით, ვოლვო ქარს იკვლევს, თუ როგორ ძველდება აკუმულატორები, როდესაც ხელახლა გამოიყენება მეორე სიცოცხლის პროგრამებში, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვნად ნაკლებად აგრესიული ციკლურობა, ვიდრე ავტომობილში გამოყენებისას. ისინი ასევე საშუალებას აძლევენ კომპანიას, მეტი ცოდნა მიიღონ აკუმულატორების კომერციული ღირებულების შესახებ, რაც მას გააჩნია ავტომობილში გამოყენების შემდეგ და განსაზღვრონ პოტენციური სამომავლო შემოსავლების ნაკადები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved