• რეკლამა
  • კონტაქტი
23:02, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ნატო-ში გასაწევრიანებლად, ახლა ბურთი პარტნიორების მხარესაა

ალია ავტორი - ალია
10:31 02-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვართ ნატო-ში. სამწუხაროა, მაგრამ არ ვართ. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვერ გვხედავს ნატო-ში, მოდით გულწრფელები ვიყოთ. ისინი ამბობენ ამას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში უკრაინა არ იქნება ნატო-ში. კიდევ გავიმეორებ, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ უკვე გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს და მზად ვართ, ნატო-ს ნაწილი ვიყოთ, ძლიერი ნაწილი ვიყოთ და გავაძლიეროთ ყველა მოკავშირე. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია? არაფრის. ახლა ბურთი ჩვენი პარტნიორების – ნატო-ს ქვეყნების – მხარესაა. სწორედ ამიტომ ვუთხარი ნატო-ს ქვეყნებს, რომ მათზეა დამოკიდებული, ვეყოლებით თუ არა ჩვენ, მიგვიღებენ თუ არა მომავალში ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ნატო-სა და რუსეთს შორის რაიმე ახალი დოკუმენტი განიხილება, უკრაინის პოტენციური წევრობის საკითხი უკრაინასთან უნდა განიხილონ.

„ვიცი, რომ ამერიკელები და, შესაძლოა, ზოგიერთი ევროპელიც რუსეთთან განიხილავს რუსეთსა და ნატო-ს შორის რაღაც ახალ დოკუმენტს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პოტენციური ადგილი ნატო-ში არა რუსეთთან, არამედ ჩვენთან განიხილონ, რადგან ეს ჩვენ გვეხება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved