• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია

ალია ავტორი - ალია
12:14 09-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის ზელენსკიმ „იალტის ევროპული სტრატეგიის“ რიგით მე-17 ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ სივრცე და შესაძლებლობები შეიცვალა. საზოგადოებას არ სურს ტერორისტებთან საუბარი. თუმცა საუბარი ტერორისტებთანაც კი შეიძლება, რადგან მათ იციან, რა სურთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარის შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ისინი დაპირებებს შეასრულებენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ დატოვოს უკრაინის ტერიტორიები და შეწყვიტოს ტერორისტულად მოქცევა, შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება დიპლომატიაზე საუბარი.

„იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ მათთან დიპლომატიური დერეფანი, მათ უნდა დაგვანახონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან, დააბრუნონ უცხო მიწა. მაშინ ჩვენ შეგვეძლება, ვისაუბროთ სულ მცირე რაღაც დერეფნებზე, რომლებიც ხსნიან გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved