• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის – ველოდებით ჩვენი პარტნიორებიდან თარიღსა და ადგილს ხელმოსაწერად

ალია ავტორი - ალია
10:39 01-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.

„დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზადყოფნის დადასტურებას, თარიღსა და ადგილს, როდესაც მას ხელს მოვაწერთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა მოხდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი ახსენა და განაცხადა, რომ ის უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.

„უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და რაც მთავარია, ევროკავშირში წევრობა. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყველა კლასტერის გასახსნელად ტექნიკურად მზად 2026 წლის პირველ ნახევარში იქნება, ხოლო „ტექნიკურ დონეზე“ გაწევრიანებისთვის სრულად მზად იქნება 2027 წელს.

„გვსურს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაში იყოს კონკრეტული თარიღი (ევროკავშირში გაწევრიანების), რათა ყველა მხარემ დაიცვას ეს შეთანხმებები, მათ შორის აგრესორმა, რომელიც ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას, თუ ასეთი დრო მოვა“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved