შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის ბადრი ესებუას სამძებრო ღონისძიებები გრძელდება და უწყება საკითხთან დაკავშირებით მუშაობს.
გომელაურის განცხადებით, საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.
“ხედავთ რომ ვმუშაობთ ამ თემიდან გამომდინარე, ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, აკრძალული ნივთები. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კომენტარები