„ვლადიმერ პუტინი მისცემს მითითებებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მას მარიუპოლის მცხოვრებლებმა განუცხადეს“, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტთან საუბრისას მარიუპოლის მოსახლეობამ დაისვა კითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ხელფასების დაგვიანებასთან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან და რუსული პასპორტების გაცემასთან. პრეზიდენტი მისცემს შესაბამის მითითებებს სიტუაციის მოსაგვარებლად“, – განაცხადა პესკოვმა.
შეაგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა და მანქანით ქალაქის რამდენიმე უბანი შემოიარა.
კომენტარები