• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვხედავდი გარშემო ყველგან ხალხს ხოცავდნენ“, – ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის სტუმარი „ჰამასის“ თავდასხმის დეტალებზე

ალია ავტორი - ალია
14:05 10-08-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

გილი იოსკოვიჩი ერთ-ერთია იმ ასობით ახალგაზრდას შორის, რომელიც სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორის მახლობლად, მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც გუშ, გამთენიისას „ჰამასის” მებრძოლები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, – თავდასხმის თვითმხილველთან ინტერვიუს BBC-ი ავრცელებს.

გოგო გამოცემასთან იხსენებს, რომ ის მინდორში ხის ქვეშ იმალებოდა და ხედავდა, როგორ ხოცავდნენ ტერორისტები ახალგაზრდებს მის გარშემო.

„ისინი ყველგან იყვნენ. მთელ ტერიტორიაზე იყვნენ იარაღებით. ისინი მანქანების გვერდით იდგნენ და ისროდნენ. გავიაზრე, რომ შეიძლებოდა მარტივად მოვეკალით. ყველა სადღაც გარბოდა. ტერორისტები 4-5 მიმართულებიდან მოდიოდნენ. არ ვიცოდი საით წავსულიყავი. მაქანაში ჩავჯექი და რაღაც მონაკვეთი გავიარე, მაგრამ შემდეგ ცეცხლი გამიხსნეს. დავტოვე მანქანა და გავიქეცი. დავინახე პომელოს ხეები. მათ ქვეშ მიწაზე ვიწექი. ეს იყო სამალავი, რომელიც ვიპოვე.

ისინი ხეებს შორის დადიოდნენ და ვხედავდი ხალხს როგორ ხოცავდნენ. ძალიან ჩუმად ვიყავი, არ ვტიროდი, არაფერი გამიკეთებია. ვსუნთქავდი და ვამბობდი: „კარგი, მე მოვკვდები, უბრალოდ ისუნთქე”.

შემდეგ გავიგე, რომ ტერორისტებმა დიდი ფურგუნი გახსნეს და ამ მანქანიდან კიდევ უფრო მეტი იარაღი აიღეს. სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ რაიონში. იქ არავინ იყო, არავინ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯარი მოვიდოდა, რამდენიმე ვერტმფრენის ხმა გავიგე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯარი ჩამოვიდოდა შვეულმფრენებითა და თოკებით ამ მინდორში და გადაგვარჩენდა. მაგრამ არავინ იყო იქ. მხოლოდ ეს ტერორისტები. ძალიან ახლოს იყვნენ ჩემთან და ფეხები მიკანკალებდა. არაბულად ლაპარაკი მესმოდა.

სამი საათი გავატარე ასე. მე მხოლოდ ჩემს შვილებზე, მეგობარზე, ყველაფერზე ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ ჯერ არ არის ჩემთვის სიკვდილის დრო.

შემდეგ ებრაული საუბარი გავიგონე ერთი მხრიდან, მაგრამ არაბული მესმოდა სამი მხრიდან. მივხვდი, რომ რამდენიმე ჯარისკაცი იყო, შეიძლება ხუთი ან ექვსი. გადავწყვიტე ამ ჯარისკაცებთან წავსულიყავი. ამასობაში ირგვლივ ჯერ კიდევ ტერორისტები იყვნენ, ამიტომ ხელები მაღლა ავწიე, რათა მათ არ ეფიქრათ, რომ ტერორისტი ვარ. მერე ვიღაცამ მანქანაში ჩამსვა. მე პირველი გამოვედი მინდვრიდან. სხვებს კიდევ ორი-სამი საათი დასჭირდათ გამოსასვლელად. მთელი გზა ხალხი იხოცებოდა. ისინი ყველანი ახალგაზრდები იყვნენ”, – იხსენებს გილი იოსკოვიჩი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა” აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა” გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის” ობიექტებზე იერიში დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved