• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვხედავ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას… პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი…” – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
02:59 05-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,648

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა 1 მაისს გამოქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს ხანებში ხელისუფლებას დროებით გადასცემს „კა-გე-ბეს“ ყოფილ მრისხანე შეფს, სანამ თავად საავადმყოფოში ინება, სადაც მას კიბოს ოპერაციას გაუკეთებენ“

ამასთან დაკავშირებით ლელა კაკულიას ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს მის წინასწარმეტყველებას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა:

2006 წელი, 22 მარტი

რუსეთში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.

2008 წელი, 13 ივლისი

პუტინის „მეფობა“ მის ახლო გარემოცვასაც აღარ სურს, იმიტომ, რომ ექს-პრეზიდენტმა მათ უღალატა და მისი ძალაუფლების გამყარების შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან.

მოკლედ, დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას. მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც. აი აქ, ამ გენერლის მეშვეობით მოიქნევს „მედვედი“ ცხოვრებაში პირველად თათს.

რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა. მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ!

2011 წელი, 15 სექტემბერი

პრეზიდენტი რუსეთისა მოდის ისევ პეტერბურგიდან. იგი გამოცდილი გენერალია. ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მისი დამორჩილება არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელია. ის საკმაოდ განათლებული, შემსრულებელი პიროვნებაა. იგი სხვის დაკრულზე იგი არ იცეკვებს. ასე რომ, ფრთხილად, იგი ბევრს გაუცრუებს იმედებს.

2011 წელი, 19 ოქტომბერი

პუტინი იგრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი არაფერს კარგს არ მოიმოქმედებენ. და იგი იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან, იგივე გაიმეოროს და მოიყვანოს „კაცი პეტერბურგიდან“.

დიახ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. იგი ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისებები აქვს წინამორბედებთან შედარებით.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც კი მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ გენერალი მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.

ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ პუტინს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!

ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა პუტინის ბოლოც — წასვლა პოლიტიკიდან! იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე…

2020 წელი, 1 ივლისი

ვხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება!

თეგები: ლელა კაკულიაპუტინირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved