• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითხოვთ სულ ცოტაოდენ ქრისტიანობას, რომელიც ადამიანს წამებისთვის არ გაიმეტებს…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:38 08-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,712
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
დევნას, ტანჯვას, ჩაგვრას, სიკვდილს გამოქცეული ადამიანების დანახვისას, მუდამ ერთი და იგივე ხმა ჩამესმის: “ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ” (მათე 25:35).
თავშესაფარის მაძიებელთა შესახებ მსჯელობისას, მუდამ თვალწინ წარმომიდგება მთებში დაკარგული ზვიადაური, რომელიც შავი ნისლისგან, ქარიშხლისგან, მგელივით აღმუვლებული ხევისგან, სიბნელისგან, უგზოობისგან იხსნა ჯოყოლამ, თავისი კარი გაუღო, ნანადირევი გაუნაწილა და სიცოცხლის ფასად შეეცადა მის დაცვას.
რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ გადაარჩინა გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და ზოგადად დასავლეთმა არაერთი უმამაცესი რუსი ოპოზიციონერი, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, რამდენი რამ გააკეთეს ევროპელებმა და ამერიკელებმა უსამართლოდ დაპატიმრებულთა დასახსნელად და მათთვის თავშესაფრის მოსაპოვებლად.
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ილჰამ ალიევის დიქტატურას გამოქცეულ ადამიანებს საქართველოდან ევროპაში გამგზავრების საშუალებასაც არ ვაძლევთ.
აქ დროებით მყოფ დევნილ აზერბაიჯანელებს კი მუდმივი შიში აქვთ, რომ მათ ან ოფიციალურად დააპატიმრებს ქართული სახელმწიფო და უკან დააბრუნებს (რაც წამების გაგრძელებას ნიშნავს), ან უცნობი პირები ქუჩაში მოიტაცებენ, თავზე ტომარას ჩამოაცვამენ და მეორე დილას ბაქოში გაიღვიძებენ (საქართველოს სახელმწიფო კი იტყვის, აზრზე არ ვართ ჩვენი საზღვარი როგორ გადაკეთა ამ პირმაო).
არავინ ითხოვს კონფლიქტს ჩვენს მოძმე აზერბაიჯანთან! არავინ ითხოვს თბილისის გადაქცევას ჰეიდაროვიჩის საწინააღმდეგო პლაცდარმად!
ვითხოვთ სულ ცოტაოდენ ქრისტიანობას, უძველესი ეროვნული ტრადიციის ელემენტარული პრინციპების დაცვას და ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანს წამებისთვის, უკანონო პატიმრობისთვის, პოლიტიკური ნიშნით ჩაგვრისთვის არ გაიმეტებს… აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნებს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით არ უნდა დავემორჩილოთ, ამის თავი უნდა გვქონდეს. აი, სუვერენიტეტის საკითხი!
თავისუფლება აფგან სადიგოვს!

“242 დღე ვიშიმშილე” – რას ამბობდა ჟურნალისტი, რომელიც თბილისში დააკავეს და აზერბაიჯანს უნდა გადასცენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved