• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:43 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის ჰოლანდიიდან და უკრაინიდან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მისი „ინვალიდიზაციის“ და მკვლელობის გეგმას ახორციელებს.

„ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე დაუშვან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. უკრაინისთვის ამ რთულ დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა ამ კონსილიუმის შექმნა. კონსილიუმი შექმნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ჩემთან დაშვება. აღარ ვსაუბრობ ნიკა ყიფშიძეზე, რომელიც ნიუ იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, უკვე მეხუთე თვეა თბილისში ზის ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას და ასევე, ვითხოვ, მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მის გადაყვანას მოითხოვს უკრაინაში სამედიცინო დახმარების გაწების მიზნით.

„იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ამბობს, რომ უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში ჩემზე თავდასხმა მოხდა, რომლისგანაც ბევრად უფრო მეტად დავზარალდი, ვიდრე თუნდაც გზაში რაც მოხდა იმასთან შედარებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის ხელისუფლების სახელით მოითხოვა  ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში, ჰუმანიტარული მიზნებით, რადგან საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაციის და მკვლელობის აბსოლუტურად დღესავით ნათელი პროცესი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved