პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ქრისტიანულ ოჯახებში აღზრდილმა ადამიანებმა პატიმართა თანადგომისა და დახმარების მნიშვნელობა შესანიშნავად ვიცით. წერილში ებრაელთა მიმართ არის ქვეთავი სათაურით: “ღმერთისთვის სასურველი მსახურება”. ამგვარ მსახურებათა ჩამონათვალში ერთ-ერთი მოწინავე სწორედ პატიმართა შემწეობა გახლავთ:
“გახსოვდეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, თითქოს თქვენ თავად იმყოფებოდეთ მათ სხეულში.” (ებრაელთა მიმართ 13:3)ეს არის მაქსიმა, მორალური იმპერატივი, რომლითაც უმრავლესობა ვხელმძღვანელობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სახელმწიფოს განვითარების დონე, მისი ჰუმანურობის ხარისხი იზომება იმით, თუ როგორ ეპყრობა სისტემა დამნაშავეს, პატიმარს ანუ ადამიანს, რომლის ბედს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას მთლიანად აკონტროლებენ ოფიციალური სტრუქტურები.ჩვენი და ქოცების (და არამხოლოდ) სტანდარტები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბოლო დღეებია პროპაგანდა მიგვანიშნებს:– თუ ადამიანი დამნაშავეა, თუ ადამიანს ავანტიურისტი და უღირსი ნათესავები ჰყავს, მისი დამცირება, შეურაცხყოფა, ცემა, გვემა, გინება, ჩაწიხვლა მოსულა! რა უჭირს! ასეთი ქმედებით დიდი არაფერი შავდება! ძირს დაგდებულს შეგიძლია დასცინო და წიხლი მიაყოლო კიდეც.– თითისა და რეზინის ხელკეტის დიამეტრზე მსჯელობა მოსულა, დიამეტრის შემცირება პროგრესი ყოფილა; ან პრობლემა თურმე მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, თუ “შეღწევა” აღიწერება… ცხრა ადამიანის მიერ ერთის ფეხქვეშ გაგდებას რა უჭირს! ადამიანის ბნელ და სპეციალურად გაყინულ დილეგში შეგდებას რა უჭირს! ამაზრზენ სუბკულტურაში ამაზრზენი სტატუსით – ნახევარადამინის, პოტენციური სექს-მონის სტატუსით მონიშვნას რა უჭირს!– საპატიმრო დაწესებულებებში სიტუაციის კონტროლი რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. უბრალოდ, კობახიძის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისთვის სულ ერთია რა გზით გააკონტროლებს სიტუაციას… თუ ყველაზე მარტივი გზა ძალმომრეობასა და სისასტიკეზე გადის, რა უჭირს! დაე, იყოს ასე!ვითარება კატასტროფულია – ამ გულგრილი, ძალადობისკენ მიდრეკილი, დაუნდობელი ადმინისტრაციის წინაშე ასობით პატიმარი მარტო შეიძლება აღმოჩნდეს.ვითარების გამოსწორება საიდანღაც უნდა დაიწყოს, ამიტომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy მოითხოვს:პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს №6 დაწესებულების დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს და ძალადობრივი საქმის მონაწილე ყველა თანამშრომელს.
ისე კი შორეული მომავლისკენ მაინც გამირბის თვალი, ვფიქრობ სახელმწიფოზე, რომელიც დამნაშავის დასასჯელად ათობით სხვადასხვა არასაპატიმრო ან შერეულ მეთოდს გამოიყენებს; ვფიქრობ სახელმწიფოზე, რომელიც დიდ ციხეებს დაანგრევს და აშენებს მცირე ზომის პენიტენციალურ დაწესებულებებს, სადაც სუბკულტურების და არაფორმალური იერარქიების ჩამოყალიბება წარმოუდგენლად რთული იქნება და ა.შ.












კომენტარები