• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისთვისაა სასარგებლო დამტვერვით მკურნალობა და სად უნდა დაისვენონ ალერგიულმა ადამიანებმა – იმუნოლოგი

ალია ავტორი - ალია
13:38 05-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

როგორი სამკურნალო ეფექტი აქვს კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე, ვისთვის რომელი კურორტია რეკომენდირებული და როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს მთის კურორტზე დასვენებისას? – ამ საკითხებზე allnews.ge ალერგოლოგ-იმუნოლოგ ირინა მიმინოშვილს ესაუბრა:

მარტივად და გასაგებად რომ აგიხსნათ, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვს, მათთვის მცენარის მტვერში არის ეთერზეთები, რომელიც ჰაერში აეროზოლის სახით იფრქვევა და სუნთქვის დროს ინჰალაციის მსგავს ეფექტს ახდენენ.

პირველ რიგში, კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ ალერგია, სანამ კურორტზე წასვლას გადავწყვეტთ. კონსულტაცია უნდა დავგეგმოთ ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალერგიის პირველადი ნიშნები. უნდა გამოვიკვლიოთ ვართ თუ არა ალერგიული. თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ ალერგია წიწვოვანი მცენარეების მტვერზე, ამან შეიძლება არაერთი მწვავე გართულება გამოიწვიოს: ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ასთმის შეტევის სახით, ჭინჭრის ციება, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზის გამწვავება. ვინც იცის, კონკრეტულად რა მცენარეზე აქვს ალერგია, აუცილებელია, მაქსიმალურად ჩაიტაროს პროფილაქტიკური მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეს ნებისმიერ კურორტზე.

ალერგიის სიპტომებია: გამონადენი ცხვირიდან, თვალების ქავილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვ. თუმცა, ჩვენით დასკვნის გაკეთება მაინც გაგვიჭირდება. საჭიროა, ექიმმა გამიჯნოს ალერგიული რეაქციის ნიშნებია სახეზე თუ რესპირატორული ვირუსის.

damtvervaaaa-1621322489.jpg

– ალერგიული პირებისთვის რომელი კურორტია რეკომენდირებული?

– ასეთ ადამიანებს ვურჩევდი ალპურ ზონებში დასვენებას. ეს არის ზღვის დონიდან 1 300-1 400 მეტრი სიმაღლეზე. განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც ოთახის მტვერზე აქვს ალერგია და ეს საკმაოდ გავრცლებულია. ასეთ ზონებში ხეები ნაკლებად არის, ძირითადად ბალახის საფარი გვხვდება და ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა. თუმცა, აქაც არის ერთი მაგრამ – ბალახზე არ უნდა გვქონდეს ალერგია. მოკლედ, ძალიან დიდი დაკვირვებით, ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს კურორტი. არაერთი კვლებით არის დადასტურებული, რომ მათ ვინც ალპურ ზონაში ხშირად ისვენებს, ალერგიის ხარისხი მკვეთრად უქვეითდებათ.

– რომელ კურორტს ურჩევდით მათ, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები ხშირად აწუხებთ?

– ვინც ხშირად ავადობს რესპირატორული ვირუსებით, რომლებიც ალერგიიით არ არის გამოწვეული, ვურჩევდი – ცემს, ბაკურიანს, ბორჯომს და ნებისმიერ კურორტს, სადაც წიწვოვანი მცენარეებია. მინიმალური ორი კვირაა, რომ მოხდეს აკლიმატიზაციაც და სარგებელიც მივიღოთ ამ დასვენებისგან. რაც უფრო მეტ დროს დავყოფთ, მით უკეთესია. ამასთან, მცირეხნიან ეპიზოდებში ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას, სარგებელი არ მოაქვს. სჯობს მთიან გარემოში ხანგრძლივი დრო გავატაროთ, ერთი თვე მაინც და შემდეგ ბევრად ნაკლები დროით გადავინაცვლოთ ზღვის კურორტებზე.

წყარო – allnews.ge

თეგები: მედიცინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved