• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისკენ ვართ?! და თუ უკრაინელი ხალხისკენ ვართ, რატომ არ ვეხმარებით?” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:52 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

ჩვენ ვმსჯელობთ ათასობით მეშვიდასეხარისხოვან თემაზე და სირაქლემებს ვგავართ… მიწაში თავჩაქინდრულ სირაქლემებს!
არადა, პირველხარისხოვანი თემაც ჩვენი უსაფრთხოებაა; მეორე თემაც… მესამეც და მეცხრეც და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაციკვლა ჩვენს სპორტსმენებზე და საერთოდ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს შემოტანილი.
ხელისუფლებაც არ გვაკლებს!.. და დღენიადაგ, მისი დღე და მოსწრებაა, ოსტატურად გადაგვრთავს ხოლმე ათას სიგიჟეზე; მაგალითად – მოზარდების სქესის შეცვლაზე… და თან, მისი შემოთავაზებული საკითხებიდან არც ერთი არაა აქტუალური! მაგალითად, საქართველოში არ დაფიქსირებულა მოზარდის სქესის შეცვლის მოთხოვნა!
სამაგიეროდ, ხელისუფლება დუმს არა მხოლოდ უკრაინის ამბებზე, არამედ, იმაზეც კი, რომ მოზარდთა გატაცება-გაუპატიურების შემთხვევებიც მომრავლებულია… ეგ კი არა, აქ, ამ ქვეყანაში, ინცესტის შემთხვევებიც დაფიქსირდა… და არავინ… არავინ… არავინ ფიქრობს ამ და მაგვარ საკითხებზე.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ უკლებლივ ყველაფერს, რასაც დასავლეთიდან გაიგებენ და არ მოეწონებათ (მაგალითად, ბლინკენის განცხადება), ხელისუფლება ერთი ასად ბუქავს და ყველაფერს ანტიდასავლური კამპანიის ფარგლებში აქცევს.
აჰ, ცუდია რუსეთი? მაგრამ, დასავლეთი უარესია! ესაა ხელისუფლების მესიჯი! რომელიც “უფრთხილდება” საზოგადოების წევრთა უკანალს, ხოლო იმ “გარყვნილ” დასავლეთში თავადაც “დაგულაობს” და შვილებსაც აგულავებს!
არადა, უკრაინაა მთავარი ამბავი! და, ცხადია, არავინ ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნას!.. ვითხოვთ მკაფიო პოზიციას – ვისკენ ვართ?! და თუ უკრაინელი ხალხისკენ ვართ, ამ ხალხის ხელისუფლებას რატომ არ ვეხმარებით… ელემენტარულ დახმარებას ვგულისხმობთ! მაგალითად, სასწრაფო დახმარების სამი მანქანის გაგზავნას და არა “დელტას” შექმნილ “დიდგორს” ან ტყვიაწამალს.
უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი!
ხელისუფლება ამას არ გვააზრებინებს!
საზოგადოება კი დაჰყვება ხოლმე ამ ხელისუფლების მიერ შემოგდებულ თემებს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved