• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვისიააა… ვისიააა… სტატუსიიი… ლამაზიიი?!“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
04:43 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
564

უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძე:

,,ვისიააა… ვისიააა… სტატუსიიი… ლამაზიიი?!

„ჩვენ ჩავშალეთ „რუსული ოცნების“ გეგმები და მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი!!!“ – ამაყად აცხადებენ მიშას და ვანოს ხაბეიშვილები და კეზერაშვილები.
„სტატუსი ჩვენ მოვიპოვეთ!!!“ – ყვირიან ხაზარაძის უსუფაშვილები და სამადაშვილები.
„სტატუსი კარგია, მაგრამ ეხლა მაგის დრო იყო?! მთავარი სტატუსი კი არა, ბიძინას დასანქცირება და „რუსული ხელისფლების“ შეცვლაა!!!“ – თავისას ერეკებიან ნათელაშვილები და ბოკერიები.
„მე მოვიპოვე სტატუსი, მე ვარ თვით ევროპა!!! ამიტომაც ვიწყებ ხელმოწერებს: ვინც ევროპასთან (ანუ ჩემთან) არის, ყველამ მოაწეროს ხელი ჩემს შემდეგ!“ – გაჰკივის მადამ პრეზიდენტი.
„20 წლის წინ მე რომ არ მომეხდინა დიადი რევოლუცია< ჭაობიდან არ ამომეყვანა საქართველო და ევროპულად არ მემართა ქვეყანა, არც სტატუსი იქნებოდა და არც არაფერი!!!“ – ისმის „საიქიოდან მობრუნებული“, „დემენციით დემენციის დამთრგუნველი“ „პუტინის ტყვის“ გამოძახილი „ვივამედის საწამებლიდან“.
“თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? ეს ყველაფერი ჩვენი, ანუ სამოქალაქო საზოგადოების მოპოვებულია!!!” – სხვებს არ ჩამორჩებიან ვითომ აპოლიტიკური, სინამდვილეში კი პარტიულ უჯრედებად ქცეული NGO-ები.
„მაშ ჩვენი თავგანწირული ჩახდა, ან რუსული ბიუჯეტის დაცარიელება არაფერი ყოფილა, თქვე დაუნახავებო, თქვენა“ – ერთხმად შესძახეს გირჩელებმა და ხოშტერელებმა.
მოკლედ, გზავნილები ყველამ გადააწყო და ყველა ითვისებს სტატუსის მოპოვებას. ამ ამბავში ყველაზე კურიოზული ის კი არ არის, რომ ყველაზე ანტიევროპული ძალა ევროპულობას იჩემებს, არამედ ის, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც წლების წინ ჩვენთან ერთად ებრძოდნენ ბნელ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალას, დღეს ამ ბნელი ძალის ანასხლეტებად არიან გადაქცეულები. აქ მხედველობაში გუბაზ სანიკიძისა და მურმან დუმბაძის მსგავსი ოდიოზური ტიპები კი არა გვყავს, არამედ სამართლიანობაზე და ინტელექტუალურობაზე პრეტენზიის მქონე, ვითომ სოლიდურობის იმიჯის მქონე პოლიტიკოსებიც და ვითომ არაპოლიტიკოსებიც.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პარალელურად ქვეყანა ახალ ვალდებულებებს იღებს და არავინ ფიქრობს იმაზე, რა გზები და საშუალებები გააჩნია ქვეყანას ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ეს არ ნიშნავს, რომ სტატუსის მიღება ცუდია, უბრალოდ, ხბოს აღტყინების ნაცვლად ჯობია ისეთ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, რომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებითაც რეალური ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ამავე დროს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა ცკ-ს ინსტრუქციად და ბრძანებად კი არ მივიღოთ, არამედ შევუსაბამოთ ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესს, მენტალიტეტს და ქვეყნის საჭიროებებს ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved