• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისი დაკვეთით ეწევა ნათია ჯანაშია ქართული სასამართლოს და მოსამართლეების დისკრედიტიაციას

ალია ავტორი - ალია
23:29 05-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,118

„რთულია იმ კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დასახელება, ვისი დაკვეთითაც ახორციელებს ნათია ჯანაშია ქართული სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, თუმცა ფაქტია, რომ მისი ნარატივი პირდაპირ ემთხვევა და მიყვება ქართული ოპოზიციური სპექტრის განცხადებებს. ოპოზიციურ ფრონტზე ნარატივის ცვლილება პირდაპირ აისახება ჯანაშია-ცეცხლაძის მოწოდებებზე. განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გარკვეული  დათბობის ფონზე. ნათია ჯანაშიას ყოველი შემდგომი ნაბიჯი ამ ურთიერთობის დაძაბვისა და ახალი ბარიერებისა და გადაულახავი წინააღმდეგობების შექმნით ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას სოციალური მედიის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

აფბას ანალიტიკოსებმა დეტალურად შეისწავლეს ის განცხადებები, რომელსაც ნათია ჯანაშია მის მიერ მართული მედია რესურსების მეშვეობით ავრცელებს და სადაც პირდაპირ ხდება ქართული სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დისკრედიტაცია.

„ნათია ჯანაშია ღიად ახდენს საქმის პოლიტიზებას და ამავდროულად ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, პირდაპირ და დაუსაბუთებლად ადანაშაულებს ქართველ მოსამართლეებს კორუფციაში და არასამართლიან გადაწყვეტილებებში“, –  აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში და ავრცელებს ამონარიდს ჯანაშიას მიერ მართული მედიარესურსზე გავრცელებული მასალიდან  – „სასამართლო ხშირად იღებს სამართლებრივად გაუმართავ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რაც ზიანს აყენებს სკოლას, მის დამფუძნებელს და ხელს უწყობს ე.წ. ინვესტორს“, – ციტატის დასასრული.

ჯანაშიას მხრიდან საქმის პოლიტიზების მცდელობას ადგილი ჰქონდა დავის დაწყებისთანავე და განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ლონდონში მის მიერ დაწყებული სასამართლო დავიდან და იქ წარდგენილი სარჩელიდან, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ოლიგარქიულს, ხოლო სასამართლო სისტემას კორუფციულს უწოდებს.

ამავე ნარატივს და ლონდონის სასამართლოში ჯანაშიას მიერ შეტანილ სარჩელს წინ უსწრებს ბრიტანულ „ტელეგრაფში“ ქართველი კონტრიბუტორისა და ოპოზიციური აქტივისტის მიერგამოქვეყნებული სტატიია, რომელიც ეძღვნება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო გამოსვლებს და მის გავლენას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე. ავტორი მმართველ პარტიას ბრალს დებს დასავლური სანქციებისა და ინვესტორების მზარდ შეშფოთებაში, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოსკოვისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბრიტანულ გამოცემაში ეს მასალა უკვალოდ გაქრა, თუმცა მისი კლონირებულ ასლს აფბამ იაჰუს პორტალზე მიაკვლია. წაშლილი სტატიის ქართველი კონტრიბუტორი წერს: „საქართველოდან კაპიტალის გადინება შესაძლოა სწრაფად დაჩქარდეს. საქართველოს ინსტიტუტების მზარდი თანხვედრა პრორუსულ პოლიტიკასთან სერიოზულ კითხვებს აჩენს აქ ინვესტიციების მდგრადობასთან დაკავშირებით. ლონდონელმა ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომლებსაც უქმნის მათ საქართველოს მთავრობა, რომელიც მზად არის შესწიროს დასავლური ეკონომიკური კავშირები რუსეთთან პოლიტიკურ კონსოლიდაციას.“

აფბას განცხადებით, მიუღებელია კომერციული დავის პოლიტიზება, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის დაუსაბუთებელი ბრალდება და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ყველა იმ ინფორმაციის შესწავლას, რომელიც საჯარო წყაროებით არის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ნათია ჯანაშიასა და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებისა და ოპოზიციური აქტივისტების ნარატივების მსგავსება. ამას ემატება უცხოური ქვეყნების გამოცემებში გამოთქმული სახიფათო ვარაუდები ქართული ეკონომიკის განადგურებაზე და შვილების ამერიკის მოქალაქეობასთან დაკავშირებული მანიპულაციები, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს არსებული ხელისუფლების ყველა შტოსადმი ჯანაშია-ცეცხლაძის უკიდურესად დაპირისპირებულ დამოკიდებულებას“, – დასძენენ აფბაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved