„დღეს, დაგვემატა კორონავირუსის დადასტურებული ორი შემთხვევა. ერთ პაციენტს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან. ეს გახლავთ 10 წლის ბავშვი მშობელთან ერთად. მის მშობელს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ჩემთვის უცნობია მისი დაინფიცირების ისტორია. “ – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ორი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა და ისევ არასტაბილურია.
„დღის მეორე ნახევარში კიდევ ჩატარდება 12 პაციენტის ტესტირება. “ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები