დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელსაც ჟურნალისტებამ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე ჰკითხეს, თქვა:
“ამირან გამყრელიძე არავის არასოდეს უპირისპირდება, მით უმეტეს, იცით, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ ვაკეთებ და მით უმეტეს, პოლიტიკურ პიროვნებებსა და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, მე მათ არ დავუპირისპირდები. ამიტომ, ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირისპირდება.
საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო, იმიტომ არის მულტისექტორული, რომ იქ თავისუფლად გამოთქვამს ყველა თავის მოსაზრებას. მე მაქვს საკმაო გამოცდილება – საექიმო, სამეცნიერო, პედაგოგიური, რა ვიცი, ყველანაირი გამოცდილება, მე ჩემს გამოცდილებას ვაზიარებ და ვუზიარებ. ეს არის ამირან გამყრელიძის მოსაზრება, ერთი ჩვეულებრივი ექიმის, რომელსაც დღეს სერიოზული პოზიცია და თანამდებობა უკავია.”
შეგახსენებთ, გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, ღარიბაშვილი – წინააღმდეგი.
ასე ცხადად არასოდეს დაუდასტურებია გამყრელიძეს, რატომ არ/ვერ უპირისპირდება პრემიერს, თუნდაც, ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა ვაქცინაცია, ეპიდემიური რეკომენდაციები.
კომენტარები