• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისაც ნაყიდი გაქვთ ამ მისამართებზე, გაანადგურეთ” – სეს-ი მოქალაქეებს აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
19:08 03-21-2025
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
328

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს და იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს – ღებინებასა და დიარეას.  

სააგენტოს მოკვლევით დადგინდა, რომ  Bett’r-ის ბრენდის პროდუქცია სრულად არის რეალიზებული.

სეს-ი მომხმარებლებს,  რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, მოუწოდებს, არ გამოიყენონ საკვებად, გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე.

მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2025.1690, რომელიც შეეხება ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს. 

ბრენდი: Bett’r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე. 

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმი  Bacillus cereus შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს – ღებინებასა და დიარეას. 

სურსათის აღნიშნული პარტიის იმპორტი, საქართველოს გარდა, განხორციელდა ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში. საქართველოში შემოტანილია 2024 წლის 18 ივნისს, შპს „ორგანიკას“ (ს/კ 405172316, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №61) მიერ (სულ 40 ქილა).

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა იმპორტიორ კომპანიაში, სადაც დადგინდა, რომ  ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett’r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) სრულად არის რეალიზებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, არ გამოიყენონ საკვებად და გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved