ლევან ჯავახიშვილი, ალია
“ალიას” ესაუბრება არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, საფრანგეთში პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, დავით ნემსაძე.
– დათო, როგორც ვეტერანი ჯარისკაცი, როგორ შეაფასებ რუსეთñუკრაინის ომს და თანმდევ მიმდინარე მოვლენებს?
– რაც ეთერში ჩანს, ვიტყვი, რომ მასთან შედარებით, რეალობა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულია. ძალიან რთულია დღეს ქართველმა საზოგადოებამ გაარჩიოს ნეიტრალური სამხედრო კორესპონდენტის პუბლიკაცია. ხალხი ინფორმაციას იღებს “ნაცმოძრაობის” კონტროლირებადი, ან “ქართული ოცნების” ტელევიზიებისგან. სხვა, მიუკერძოებელ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არ ფლობს. “ნაცმოძრაობის” ტელევიზიები ყოველდღე იგებენ ომს და ცოტა ხანში, შესაძლოა, უკრაინულ არმიასთან ერთად მოსკოვამდე ჩავიდნენ. რეალობა კი ასეთი არ არის, რეალობა სხვაგვარია. უკრაინა ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოა ევროპაში. ამის მიღმა მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულია სამხედრო პლაცდარმები და ხორციელდება იერიშები სხვა და სხვა ქალაქზე, სხვა და სხვა სამხედრო ობიექტებზე. ეს არის ტერიტორია, სადაც შეიძლება, საქართველოს ტოლი პლაცდარმი დაიკავონ ან დაკარგონ ერთ დღეში ორივე მხარემ… რასაც ვუყურებ, რუსეთის მხრიდან შეტევა ხდება მსხვილკალიბრიანი საარტილერიო შეიარაღებით, რეაქტიული არტილერიით, სარაკეტო ჯარებით. მსხვერპლი დიდია. ორი დღის წინ ვნახე ტელევიზიით, სადაც დაღუპულ უკრაინელებს “ტრანშეაში” ჰყრიდნენ. ეს იყო ძმათა სასაფლაოს ფორმის დასაფლავება. ვარაუდით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაჯგუფებას ახდენს რუსეთის შეიარაღებული ძალები. რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, ალბათ, გაზრდის მსხვილკალიბრიანი შეიარაღებით პოზიციების დამუშავებას. ამას მოჰყვება ტოტალური მსხვერპლი, როგორც სამხედროებში, ისე სამოქალაქო პირებში… რასაც 2008 წლის ომის დროს ჰქონდა ადგილი საქართველოში, იგივე ხდება უკრაინაში. ზელენსკი არის მოდერნიზებილი მიხეილ სააკაშვილი, მისი გარემოცვის წევრები, რომლებიც არასერიოზული ადამიანები არიან, იმავეს იმეორებენ, რა ტყუილებსაც 2008 წლის ომის დროს იმჟამინდელი ხელისუფლება გვეუბნებოდა. ფაქტი სახეზეა ñ მოსახლეობაში დიდი მსხვერპლია, უკრაინა განადგურებულია. დიპლომატიური დიალოგის არარსებობამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე. იცი, რა არის ყველაზე მიუღებელი და არასწორი? პირდაპირ ინტერნეტში დებენ საცეცხლე პოზიციებს, ჯარების გადაადგილების მარშრუტებს და კონკრეტული სამხედრო შენაერთების ადგილსამყოფელს. ომს ეწევიან პირდაპირ “ფეისბუკით”, ინტერნეტით. ამაში უკრაინელებს ეხმარებიან “ნაცმოძრაობის” ტელევიზიებიც. უკეთებენ პიარს იმ ადამიანებს, ვინც ჩავიდა უკრაინაში საბრძოლველად, კონკრეტულად ასახელებენ, რომ მავანი ყველაზე ძლიერი სნაიპერია, ქვემეხის მცოდნე, არტილერისტი და ა.შ. ასეთ ინფორმაციას დებენ პირდაპირ ეთერში. ეს არის ინფორმაციის მიწოდება მოწინააღმდეგე მხარისთვის. ასახელებენ კონკრეტულ საბრძოლო პოზიციებს, სადაც ეს ხალხი იმყოფება. ეს არის ინფორმაცია, პირდაპირი ჩვენება მოწინაღმდეგისთვის და რაიონების შესახებ, სადაც განლაგებულია პირადი შემადგენლობა. თუ ვინმე ჩავიდა უკრაინაში, მათ შესახებ რუსეთის დაზვერვას რომ ჰქონდეს ინფორმაცია. მერე ეს ინფორმაცია ანალიზდება და ხდება კონტრ-რეაგირება. ამ სახის ბრძოლას უკრაინა აგებს, რადგან არადექვატურად იქცევიან.
– მოხალისეთა დიდი ნაწილი, სხვის ომში რომ იბრძვის, ომის შემდეგაც ერიდება ამის აფიშირებას. ცდილობენ, არ გაამხილონ, რომ სადღაც მოხალისედ იყვნენ. ბევრს ეშინია, რომ ვის წინააღმდეგაც იბრძოდნენ, იმ ქვეყნის სპეცსამსახურები მოძებნიან, შურს იძიებენ, დახოცავენ, ან ოჯახებს ამოუწყვეტენ. ამგვარი ფაქტები არაერთი ყოფილა.
– აბსოლუტურად გეთანხმები. დღეს ჩვენიდან უკრაინაში იბრძვის ორი კატეგორია – 90% “ნაცმოძრაობის” მომხრეები არიან, რომლებიც ქართულ ჯარში ეწეოდნენ გადაგვარებას და იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ უკრაინაში. აქ არ დაედგომებოდათ, იმყოფებიან ძებნაში. ამ 90%-დან ასეთი ადამიანები იქნებიან დაახლოებით 80%. ის 10% კი მოტყუებით არის წაყვანილი, რომელთაც იდეურად შეპირდნენ რაღაცას და თვითონაც არ იციან, სად არიან. რაც შეეხება იმ დარჩენილ 10%-ს, ეს არის ის ხალხი, რომელთაც იმისა და ბრძოლის გარეშე არ შეუძლიათ, არიან ადამიანები, რომელთათვისაც ომი კაცის მოკვლის ლეგალიზაციაა. მართლა არიან ასეთები…
ზოგადად, სხვის ომში ჩართვის მოწოდება და მოწოდებითი ფორმა სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრულია, როგორც კრიმინალი. ვის აქვს უფლება წაიყვანოს და საქართველო მოქალაქეები უცხო ქვეყნის ომში ჩააბას? არავის. გახსოვთ, მფრინავი სოსო ოსორაული კონგოში ტყვედ რომ ჩავარდა. მის გამოსახსნელად ბევრი ვიბრძოლე და “ალია” დამიდგა მაშინ გვერდით. პირადად შენ რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნე ამ თემაზე და დეტალურად იცი ყველაფერი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოსორაულს წაუყენა ბრალი, რომ ის იბრძოდა უცხო ქვეყანაში, რაც ჩვენს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო, არ გამოიხსნეს დიპლომატიური მისიით. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სუს-სს და პროკურატურას ვკითხო: დომენიკ მანგოს მოწოდებით და კარნახით ვუშვებთ აქედან საჯიშე ბიჭებს უკრაინაში? ტყვედ რომ ჩავარდნენ ჩვენი მებრძოლები, მათი გამოხსნის საშუალებაც არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ჩვენივე კანონი უკრძალავს ამას და სხვა ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა სთხოვონ დახმარება. ძალიან მძიმე თემაა ეს. არ არის ამისი პროპაგანდა საჭირო. მეტიც, სახიფათოა, ვის ვეჭიმებით? რუსეთს? საქართველო გადაიტანს ამ პროცესებს, რაც უკრაინაში ხდება? ვერ გადაიტანს. ჩვენ რუსეთთან ომს 5 დღე ვერ გავუძელით და ეს არ იყო ისეთი ფართომასშტაბიანი ომი, როგორიც უკრაინაშია. მით უმეტეს, 2008 წელთან შედარებით, ქართული არმია ნაკლებად შეიარაღებული და ბრძოლისუნარიანია. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ეს გაეროñს იმ სამსახურის მოხსენებაში სწერია, რომელსაც კონკრეტული ქვეყნების ტექნიკის შესყიდვს, მათი ბრძოლისუნარიანობას სწავლობს. ცოტა ხომ უნდა იფიქრონ, რას აკეთებენ, რა ომში მივყავართ.
– რეალურად, რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ქართველი მოხალისეების უკრაინის მხარეს ბრძოლას?
– საკმაოდ სერიოზული, მაგრამ ჯერ ვერ გათვლი წინასწარ. რუსულმა მედიამ მთელი პროპაგანდისტული კამპანია მიუძღვნა უკრაინაში უცხოელი, მათ შორის, ქართველი მებრძოლების ყოფნას. რა ხდება უკრაინაში, საქართველოში უმეტესობამ არ იცის. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართული ტელევიზიები ცალმხრივად აშუქებენ მოვლენებს, ვითომ მეტი დამაჯერებლობისთვის, “ექსპერტებად” მოჰყავთ ყოფილი სამხედროები. ამ “ესპერტებს” რომ უსმინო, რუსეთს უკვე წაგებული აქვს უკრაინაში ომი და დღე-დღეზე კაპიტულაციას გამოაცხადებს. ძირითადად, სამი სახე ჩანს, რომლებიც ატყუებენ საზოგადოებას მათი საბრძოლო წარსულით, სამხედრო რეგალიებით. ესენი არიან “ნაცმოძრაობასთან” კავშირში მყოფი სამხედროები – აკია ბარბაქაძე, დევი ჭანკოტაძე და ვახტანგ კაპანაძე. მე მინდა, ამ ადამიანების შესახებ, პატარა პრეისტორიები მოვუყვე საზოგადოებას. აკია ბარბაქაძე იყო სისხლიანი თენგიზ კიტოვანის მარჯვენა ხელი, რომელიც ქუჩაში ხვრეტდა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს. ცხადია, ბარბაქაძე იარაღით ხელში მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას დამხობაში. არანაირი სამხედრო წარსული არ გააჩნია. არ გაუვლია კარიერული კიბე და ისე გახადა კიტოვანმა პოლკოვნიკი, არ ყოფილა არც ლეიტენანტი, არც უფროსი ლეიტენანტი, არც კაპიტანი, არც მაიორი და არც ვიცე-პოლკოვნიკი. 5 წოდება გამოტოვა და პირდაპირ პოლკოვნიკი გახდა. აკია ბარბაქაძე დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი სამხედრო სახეა “ნაცმედიისა”. გამოდის ტელევიზიებით, ისვრის რაღაც შეფასებებს და ცდილობს, შეუქმნას ფონი “ნაცმოძრაობას”, რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას სერიოზული ხალხი. 2013 წელს, ახალი შეცვილი იყო ხელისუფლება და აკია ბარბაქაძეს ტელეკომპანია “ობიექტივზე” ჰქონდა გადაცემა “დიაგნოზი”.
ამ გადაცემიდან ლანძღავდა “ნაცმოძრაობას”. ცოტა ხანში დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის სამხედრო მრჩევლად და დაივიწყა, “ნაცმოძრაობას” და სააკაშვილს რომ ლანძღავდა და განაციონალდა. სამართლიანობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ მოგვიანებით, ბარბაქაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამხედრო მრჩეველიც იყო მცირე ხნით, ზურაბიშვილმა ის გაუშვა პოსტიდან. აკია ბარბაქაძე კაცად აქცია დავით თევზაძემ, მისგან ადამიანად ჩამოყალიბებას ცდილობდა, გაუშვა გერმანიაში სასწავლებლად, დანიშნა თანამდებობაზე. როდესაც აკია ბარბაქაძე მარგველაშვილის მრჩეველი გახდა, შემხვდა და მითხრა, რომ დავით თევზაძე იყო ბებრუხანა, რომელსაც სამხედრო ფორმის ჩაცმა უხაროდა. ასე მოიხსენია კაცი, რომელმაც მას სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთა და ეს მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ დავით თევზაძის ინტელექტის და პროფესიონალიზმის დონემდე ვერასოდეს მიაღწევდა. მე მირჩია, თევზაძეს არ გავკარებოდი, თორემ ეს ბებრუხანები დამღუპავდნენ. ასე ცდილობდა იმ ადამიანის დისკრედიტაციას, ვინც მასზე დიდი იყო მორალით. მინდა საჯარო გავხადო რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. აკია ბარბაქაძე გერმანიაში რომ გაგზავნა სასწავლებლად დავით თევზეძემ, რაღაც 3 თუ 6 თვიანი კურსები უნდა გაევლო, ვერ ჩააბარა იქ გამოცდა და სასწავლებლიდან აგდებდნენ. დავით თევზაძემ საქართველოში გერმანიის ელჩს და სამხედრო ატაშეს სთხოვა, რომ დახმარებოდნენ და აკია ბარბაქაძეს როგორმე დაემთავრებინა ეს სასწავლებელი. დაამთავრებინეს. მინისტრმა დავით თევზაძემ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მაშინ საკადრო შიმშილი იყო ჯარში. აი, ასეთი უმადური და არაპროფესიონალი, ოროსანი ადამიანი გველაპარაკება და გვირჩევს რუსეთñუკრაინის ომს.
მეორე “ექსპერტი” დევი ჭანკოტაძეა. პუტჩის დროს, დ-30 ქვემეხით ბომბავდა პარლამენტს. “ნაცმოძრაობაში” აღმოჩნდა იმიტომ, რომ კარგი შემსრულებელი იყო. შემდეგ გახდა გენერალური შტაბის უფროსი. ვეტერანი სამხედროები ამბობენ, იყო ალკოჰოლდამოკიდებული და დადიოდა ტოტალიზატორში. 2008 წლის ომის დროს, მისმა “პლანირებულმა” საარტილერიო ცეცხლმა, ჩვენს ჯარს მიაყენა დარტყმა და იყო მსხვერპლი. ეს მოხდა მაშინ,როდესაც ჩვენი არმია შედიოდა ცხინვალის მიმართულებით და არაერთი სამხედრო დამემოწმება. მისი ძმა, მაიორი რეზო ჭანკოტაძე მსახურობდა შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე, სადაც სამხედროებმა ბავშვები აწამეს. სამორიგეოში იარაღი გაუვარდა რეზო ჭანკოტაძეს და კინაღამ შუბლი გაუხვრიტა მორიგის თანაშემწეს, უფროს ლეიტენანტ ლევან მარგიანს. ამ ფაქტზე საქმე არ აღძრეს, მოკვლევა არ ჩატარებულა და ჩაფარცხეს. დევი ჭანკოტაძე ომის დაწყებამდე ამბობდა, რუსეთი ფართომასშტაბიან ომს ვერ დაიწყებსო და ჰკითხეთ ერთი, როგორ დაიწყო?
ყველაზე მთავარი “ექსპერტი” ჩვენი “ნაცტელევიზიებისა”, გენშტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძეა. ის ამ ხელისუფლებამ დანიშნა ამ მაღალ თანამდებობაზე – 2013-2016 წლებში იკავებდა ამ პოსტს. რასაც ის ლაპარაკობს ტელევიზიებიდან, ანალიზს ვერ დავარქმევ. მას ერთი მიზანი აქვს – დაინიშნოს როგორმე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მრჩევლად და თუ ამას მოაღწია, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი. ვახტანგ კაპანაძე ხელისუფლებაში მოსულ “ქართულ ოცნებას” დაეხმარა, “გაუპრავა” “ნაცმოძრაობის” ომის დანაშაულებები. ცხადია, ეს ახალი ხელისუფლების ინტერესებში იყო. 2008 წლის ომის გამო, ომის დანაშაულებების გამო “ნაცმოძრაობა” უნდა დასჯილიყო. კაპანაძის გენშტაბის უფროსობის დროს უნდა მომხდარიყო ამ “ნაცების” დანაშაულებების გამოძიება, მაგრამ კაპანაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ გათეთრებულიყო “ნაცმოძრაობა”. თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ სამსახურებში, ყველა “ნაცზონდერი” მიიყვანა ლევან გაბუნიას ჩათვლით, რომელიც, მეორე “ზონდერის” “მასტერას”, გია დგებუაძის მარჯვენა ხელი იყო. გაბუნია დაზვერვის უფროსის მოადგილეობამდე “ასწია”, ვიდრე სამოქალაქო პროტესტი არ დავაყენეთ. ვახტანგ კაპანაძეს პირადად შევხვდი ერთხელ და ის იყო, როგორც ჩვარი. შევხვდი იმიტომ, რომ “ნაცების” თავდაცვის სისტემაში აღზევების გამო, რამდენიმე ინტერვიუ მივეცი მედიას და ცხადია, ამაში დავადანაშაულე კაპანაძე. შეშინებული იყო ძალიან, ფეხებს ამილოკავდა, ოღონდ გავჩუმებულიყავი. გენშტაბის უფროსმა ასეთ დღეში როგორ და რატომ უნდა ჩაიგდო თავი?!
ვახტანგ კაპანაძეზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. კოდის სამხედრო ბაზიდან იპარავდა “სინკარებს” და ჰყიდდა. ეს სისხლის სამართლის საქმე “ქართულმა ოცნებამ” დაუხურა. დღემდე “სინკარას” ეძახიან ჯარში კაპანაძეს. გენშტაბის უფროსი რომ გახდა, საკუთარი შვილი, ანა კაპანაძე და სიძე გააგზავნა ამერიკაში, ავღანეთში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცების ყურადღების მისაქცევად, ე.წ. გამცილებლის სამსახური შექმნეს, რაც კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე იყო. რატომღაც, კაპანაძის ქალიშვილი და სიძე აღმოჩნდნენ კომპეტენტურები ამერიკაში გასაგზავნად და სხვები – არა. როდესაც იმ ბიჭებმა მოიკითხეს, ჩვენი პატრონი ვინ არისო, ანა კაპანაძემ მათ განუცხადა, რიანას კონცერტზე მეჩქარება ახლა, თქვენთვის არ მცალიაო და ეს ბიჭები ქუჩაში დატოვა. თუ პრეტენზია გაუჩნდებათ მამას ან შვილს, ერთñერთ ვეტერან ჯარისკაცს დაგალაპარაკებ, ვინც იქ იყო. ვახტანგ კაპანაძე გადაეშვა კორუფციაში მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად. მის დროს დაიწყო სამხედრო ნაწილებში მეჩეთების გახსნა, კაპანაძემ მოაწერა ამას ხელი. კაპანაძის კისერზეა პოლიტიკური დევნა ოფიცრებისა შეიარაღებული ძალებიდან, მის კისერზეა დანაშული, როდესაც მისდამი დაქვემდებარებულმა სამხედრო პოლიციამ, სერგო ძაგნიძის მეთაურობით, დააშინა სამხედრო ბაზაზე, სამხედროების მიერ ნაწამები ბავშვების მშობლები. თინა ხიდაშელის პირადი გენშტაბის უფროსი იყო კაპანაძე. ხიდაშელის მეგობარი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დანიშნა პირველ მოადგილედ. ვაზიანის პოლიგონი, ცხვრების საძოვრად ჰქონდა გადაქცეული და ცხვრის ხორცის ბიზნესის წილში იყო. კაპანაძეს არათუ მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს სამხედრო პროცესებზე, ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. დადგება დრო, როდესაც ვახტანგ კაპანაძის წინააღმდეგ სასამართლოში მივცემ ჩვენებას.
პ.ს. თუ ინტერვიუში ნახსენებ პირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილი დაუჩნდებათ, დამიკავშირდნენ – 593517337
კომენტარები