• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვის შეიძლება მოეწამლა სააკაშვილი? – “ზედ ტუჩთან მიუტანა ჯვარი” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
01:31 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,095

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

ვის შეიძლება მოეწამლა სააკაშვილი?
—-
თუ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და არსებული სამედიცინო მონაცემები არ არის განპირობებული მის ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც უკავშირდება შიმშილობას და თანმდევ დაავადებებს, მაშინ მეც მაქვს გონივრული ეჭვი ვივარაუდო და ერთგვარი მოდელირება გავაკეთო იმისა, თუ ვის შეიძლება მოეწამლა იგი:
1. სააკაშვილის სიკვდილი, შესაბამისად მისი მოწამვლა არანაირად არ შედის ხელისუფლების ინტერესებში. არც ერთი ლოგიკური ანალიზი ამის საფუძველს არ იძლევა და აქ აბსოლუტურად უინტერესოა იმ ადამიანების აზრი, რომელთაც ხელისუფლების ბიოლოგიური ზიზღი აქვთ;
2. რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის გარდაცვალებას ან ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მისი მოწამვლის ფაქტის დადასტურებას? პირველ რიგში ქაოსი, პოლარიზაციის გაღრმავება და სამოქალაქო დაპირისპირების – ომის პროვოცირება. რამდენად აწყობს ეს ხელისუფლებას? თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლების და შესაბამისად მისი წარმომადგენლების პოლიტიკურ კრედოს – კომფორმიზმს გავითვალისწინებთ, აბსოლუტურად შეუძლებელია ამ სცენარს რომელიმე მათგანმა მოაწეროს ხელი. მით უფრო, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი – მორჩილი და დამყოლი მასა, რომელიც მათ არჩევნებზე უჭერს მხარს, საკუთარი სიმშვიდისა და მდგომარეობის ან დივიდენდების სანაცვლოდ, ომში და ბრძოლაში არ ჩაებმება და საფლავში არ ჩაჰყვება “ქართულ ოცნებას”.
3. სააკაშვილის გარდაცვალება არ აწყობს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ზუსტად იცის – მის გარეშე ვერასოდეს ვერ აღზევდება ხელისუფლებაში. ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილისგან ისედაც ვერაფერს მიიღებს, მისთვის ცოცხალი მესამე პრეზიდენტი უფრო მისაღებია საკუთარი გუნდის საქმიანობის გასაკონტროლებლად, ვიდრე იმ ქაოსის პირობებში ყოფნა, რომელშიც ახლა მთავარი ოპოზიციური პარტია იმყოფება, რაც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ სტაგნაციასთან ოპოზიციურ ფლანგზე;
კიდევ უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება იმისთვის რომ პოლიტიკური სპექტრის (ხელისუფლება, ოპოზიცია) დაინტერესება სააკაშვილის მოწამვლაში გამოვრიცხოთ (ცალკეული პერსონების სუბიექტური ინტერესი, რომელთაც შესაბამისი ქმედების ჩადენა არ შეუძლიათ, მხედველობაში არ მიიღება);
მაშინ პირდაპირ ვიკითხოთ, ვისაც აწყობს ქვეყანაში არასტაბილური ვითარება, რაც შეიძლება სააკაშვილის მიზანმიმართულ მოწამვლას მოჰყვეს, თან იმ პირობებში, როდესაც თავად, როგორც ამ აქტის ან დამკვეთი და ან შემსრულებელი, არ გამოჩნდება?
ვის აწყობს ქაოსი, რომელიც ქვეყნის განვითარებას და ევროპულ პერსპექტივას თუ არ მოკლავს, მნიშვნელოვანი პერიოდით გადაავადებს?
მე ასეთი მხოლოდ ერთი “ვინმე” ვიცი. თქვენი მსჯელობა რომ არ მოვაქციო ჩემი გავლენის ქვეშ, მოდით ამ ერთ “ვინმეს” არ დავასახელებ. იმედია იმდენად გულუბრყვილო არავინ კითხულობს ამ ტექსტს, რომ ამ “ვინმეს” ქვეშ ივანიშვილი ივარაუდოს. მით უფრო რომ პერსონა არც მიგულისხმია და ეს ადვილი მოსახვედრია.
როგორ შეიძლება შედეგს ისე მიაღწიოს ამ “ვინმემ”, რომ პირდაპირი სამხილი მის წინააღმდეგ არ არსებობდეს.?
შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ხელისუფლებას ამას არავინ შეუკვეთდა, რადგან თავად აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მაშინ დაგეგმილი და რეალურად ხელისუფლებს ტოვებს ძალაუფლების გარეშე, თან საუკუნოდ დისკრედიტირებულად, როგორც იტყვიან დაწყევლილად რამდენიმე თაობით.
შესაბამისად, მისთვის (“ვინმესთვის”) ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ამ აქტის ისე განხორციელება, რომ კვალი მისკენ არ წავიდეს. ანუ ზუსტად უნდა მოიძებნოს ადამიანი, რომელზეც ეჭვს არავინ მიიტანს. ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში ენდობა თავად სააკაშვილი, ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა საზოგადოებაში და ავტორიტეტი; ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე მისაღებია ხელისუფლებისთვისაც; რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც გამობმულია “ვინმეზე” კომპრომატებითაც და მატერიალურადაც.
კითხვა: არის კი ასეთი ადამიანი პირველ რიგში სააკაშვილის გარემოცვაში? ანუ. იმ ადამიანებს შორის, ვინც ხშირად სტუმრობდა და სტუმრობს სააკაშვილს?
სავარაუდოდ უნდა იყოს (იყვნენ), ანუ არის (არიან)! თან, ისეთი მაგალითად, რომლის თანამშრომლობა “ვინმესთან” ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ეს რატომღაც კითხვის ნიშნებს არ უჩენდა და არ უჩენს, როგორც სააკაშვილის გუნდს, ასევე ხელისუფლებას. უფრო კონკრეტულად? მაგალითად ისეთი ტიპი, რომელიც “ვინმესთვის” ინფორმაციების მიწოდებაში იღებდა ფულს და ამ ფულს არქმევდა შემოწირულებას…
ჰო და… ჩემო კარგებო, ეჭვი მამაძაღლია და ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება…
—-
“მამამზემ დაიჩოქა ბალღივით, ჯერ მუხლზე ემთხვია. შემდეგ ხელზე, მერმე ამინაშატის ხატს აკოცა და ფარისევლური სასოებით ჩაიკრა იგი მკერდში, ისევ გამოიღო და ხელახლა ემთხვია.
ახლა ჭიაბერი მოიხმო კათალიკოსმა, შორიახლო მდუმარედ მდგარი.
როცა ეს ოქროსკულულებიანი გოლიათი ეახლა, ჰაერში ჯვარი გადასახა სახეშეჭმუხვნილმა მელქისედეკმა, მერმე ძელისცხოველის ჯვარი ამოიღო ლუსკუმიდან, დააცქერდა მის ფერხთით დამუხლულის თავთუხისფერ კულულებს და მკაფიოდ სთქვა:
«მეფედ მეფემან გიორგიმ, აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა ბატონმა გიბრძანა, ერისთავთ-ერისთავო, ჭიაბერ»… − თანაც შთაგონებულად ზეასწია ხელი.
«მეფეთ მეფემან გიორგიმ გიბრძანა, − განიმეორა მტკიცედ და ხმა აუკანკალდა კათალიკოსს, − განაგდო ეშმაკეული, ქრისტეს შჯულად მოიქცე კვლავ და მოკრძალებით ემთხვიო ამ ძელიცხოველსა».
ეს უთხრა და ზედ ტუჩთან მიუტანა ჯვარი მის ფერხთით დაჩოქილს…
ჭიაბერი ზიზღნარევი ძრწოლით ემთხვია ჯერ ჯვარს, შემდეგ კათალიკოსის მარჯვენას. წამოდგა თუ არა იგი, მელქისედეკმა დაოკებული ბრაზის ნატამალი დაიჭირა მის მშვენიერ, ცისფერ თვალებში.
—
….სტუმრები წამოცვივდნენ, ვიდრე იშხნელი და მაწყვერელი ჭიაბერის საწოლ დარბაზში გაიყვანდნენ კათალიკოსს, ჭიაბერს უკანასკნელი სუნთქვა გასცლოდა უკვე.
(ვიმედოვნებ, არც ისეთი იდიოტი კითხულობს ამ პოსტს, რომ “ვინმეს” დავალების შემსრულებლად კათალიკოს-პატრიარქი მოიაზროს.)
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved