• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის მიეცემა მეტი დრო დენის გადასახადის დასაფარად და რატომ მოვა დეკემბერში 2 ქვითარი?

ალია ავტორი - ალია
17:33 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია 2022 წლის პირველი იანვრიდან ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, აბონენტების ერთი ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადის გადასახდელად მეტი დრო ექნება, ვიდრე სხვებს.

“2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის საფასურის გდახდისას პენსიონერები და სოციალურად დაუცველების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, სპეციალური ვადებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებთაც მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, სარგებლობენ გარკვეული სოციალური პაკეტით. ამ პირებისათვის ელექტროენერგიის გადახდის ბოლო ვადა მორგებული იქნება საარსებო შემწეობის მიღების ვადაზე. სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეეძლებათ. რაც შეეხება პენსიონერებს, ეს ვადა 16 რიცხვამდე იქნება.” – გვითხრეს სემეკში. 

აღსანიშნავია, რომ შეღავათით ისარგებლებენ ჩამოთვლილი სტატუსის მქონე ის ადამიანები, რომლებიც აბონენტებად არიან რეგისტრირებულნი და მათ სახელზე მიდის ქვითარი. პირობითად, შეღავათინი ვადით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის პენსიონერები, რომელთა სახელზეც მიდის ქვითარი. 

ორი ქვითარი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნიობით, დეკემბერში თბილისის მოსახლეობის ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. თვის დასაწყისში ნოემბრის მოხმარების გადასახადს, ხოლო დეკემბრის ბოლოს ამ თვის გადასახადის შესაბამის ქვითარს. როგორც სემეკში განგვიცხადეს, მრიცხველების წაკითხვა 28-31 დეკემბერს განხორციელდება. თუ ქვითრის გაცემა 31 დეკემბერს მოუწევს, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მოქალაქეები მას იანვრის პირველ რიცხვებში მიიღებენ.

ძვირდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი?

როგორც ცნობილია, წინა წელს ელექტროენერგიის საფასური 3,5 თეთრით გაიზარდა.

თუმცა, საქართველოს მთავრობამ მთელი 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა დააფინანსა, შესაბამისად, მოქალაქეებს, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ეს გაძვირება წელს არ უგრძვნიათ. ეს პროგრამა დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება 2022 წლიდან ჯერჯერობით უცნობია.

“ზოგადად, სუბსიდირების ნაწილი მარეგულირებლის უშუალო კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, როგორც ვიცით, მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის სუბსიდირება გათვალისწინებული იქნება. ამის შესახებ, მთავრობა შესაბამის განცხადებებს გააკეთებს.”- გვითხრეს სემეკში.

ქვითარი ყველასთან ერთ დროს მივა

“თბილისის მასშტაბით აქამდე მრიცხველების წაკითხვა და შესაბამისად, ქვითრის მიღება სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა. მაგალითად, ერთ კონკრეტულ უბანში სხვა დროს მიდიოდა, მეორეში კი – სხვა დროს. პირველი იანვრიდან ერთიანი სისტემა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან მრიცხველების წაკითხვა ყოველი თვის ბოლოს მოხდება. შესაბამისად, თბილისის მოსახლეობა ქვითარს ყოველი თვის დასაწყისში მიიღებს და თუ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მივეკუთვნებით, ამ შემთხვევაში, გადასახადის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადავიხადოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.” -განგვიცხადეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, მრიცხველების წაკითხვის ცვლილება პირველი იანვრიდან თბილისში განხორციელდება, ხოლო აპრილიდან საქართველოს ყველა რეგიონში. ხოლო გარკვეული ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებული ცვლილება ყველგან, მთელ საქართველოში განხორციელდება.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved