• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვის ეწირები ჩემო მიშა, ვის ეწირები, ამ არაკაცებს და მათხოვრებს? ვიცი, რამდენად ადეკვატურად ხარ, გაქვს მოსმენის უნარი…” – მოროშკინა სააკაშვილს

ალია ავტორი - ალია
21:29 12-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,048

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოს” ეთერში, ამბობს:

მე პირდაპირ სააკაშვილს მივმართავ, მე ვესაუბრე მის ექიმებს… იცის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთი ოჯახის წევრები ვართ, ვიცი, რამდენად ადეკვატურად არის ის და ვიცი რამდენად ადეკვატურად საუბრობდა შინაურულ წრეში, ექიმების წრეში და სხვათა შორის, თავისივე გუნდის წვერები სთხოვდნენ პიკანტური დეტალების გამჟღავნებას საკუთარ ჯანმრთელობაზე და ის აღუდგა ამას და უფლება არ მისცა, პირველი წყაროდან ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, სრულიად საღ აზრზეა, ძალიან საღად ფიქრობს და აზროვნებს, მაგრამ მაინც ის ჰყავთ გარემოცვას ჩაკეტილი და მასზე მიდის წნეხი და ზეწოლა. მივმართავ, იმისთვის რომ გადაირჩინოს თავისი თავი, რაღაცა პერიოდი დარჩეს ამ სისტემაში შიგნით, მორჩეს აი, ამ ადამიანებთან შეხვედრას, თუ საჭიროა და თვლის რომ მე მისთვის ღირებული ინფორმაცია მაქვს, ყოველთვის მზად ვარ მასთან შესასვლელად და სალაპარაკოდ, იმიტომ რომ ვთვლი, ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თავისივე გუნდის წევრები უპირებენ ძალიან ცუდ ამბავს. პრაქტიკულად ყველაფერი გათამაშებულია, ვინ შეუტანს, რა დოზით იყო უკვე შეტანილი ეს ქიმიური ნივთიერება… დღეს ძალიან მარტივია ადამიანი მოწამლო და დააბრალო სხვა ვინმეს.

ძალიან კარგად ვიცნობ სააკაშვილს, მას აქვს მოსმენის უნარი, რაცინალურის გამოტანის უნარი, მაგრამ არის ხოლმე, როდესაც შენ იმდენად თავს მოგახვევენ უტოპიურ აზრებს, რომ სამწუხაროდ, ეს აზრები მიიღო, წარმოიდგინა, რომ ვარდების რევოლუციის პროცესი ბრუნდება.

ვიცი პატივს მცემს და მიყურებს, მას უნდა ეშინოდეს მისი ახლო, ე.წ. პარტიული მეგობრების, ისინი არიან პირველი მტრები და მათ უკვე გეგმა აქვთ დაწყობილი, როგორ მოვლენ და მის ნასახლარზე ახალ სახლს ააშენებენ.

ვის ეწირები ჩემო მიშა, ვის ეწირები, ამ არაკაცებს და მათხოვრებს, რომლებიც ნადირობენ იმ ფულზე, რომელიც გადმოუგდგეს, იმ სკამზე რომელიც შენ გადმოუგდე და იმ ჩაიზე, რომელიც შენ ბოლომდე არ დალიე. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ქვეყანაში მორიგი ტრაგედია არ დატრიალდება. თითოეული ასე აღსრულებული პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. დღეს მთავარია იგი მოექცეს იზოლაციაში და აღარ შემოუშვას არავინ. რამოდენიმე საათი აქვს დარჩენილი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგ თვად გაავლებს თავის გუნდს მუსრს, რაც ძალიან კარგად გამოსდის ხოლმე.

ახალ წლამდე ძალიან ბევრი რამე მოხდება, აგერ თქვენ და აგერ მე.

“ხელი მოაწერონ, რომ სააკაშვილი არ არის მოწამლული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნელი სიკვდილი ელის…” – რას წერს ლევან მამალაძე

თეგები: ლალი მოროშკინამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved