საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებულ დეპუტატებს, ანრი ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას ერთად დასვენება ურჩია.
„რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ,“
ქანთანრიას განცხადებას ბესელიას პასუხი მალევე მოჰყვა:
„ჩემო ნუკრი, შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს. ერთ ხმასა და ერთ ლექსიკაზე მეტყველებთ. ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად. ძალიან უკბილო ხუმრობა გამოგივიდა,“
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტის განხილვენ.
კომენტარები