• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ეკუთვნის ხიდის ქვეშ ნაპოვნი წინდები, რომლებიც ფეხბურთელის საქმეში დევს

ალია ავტორი - ალია
15:45 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია, გამოძიების ის კითხვები, რომლებსაც ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს პასუხი:

  • არის თუ არა ნაპოვნ ნივთებზე გენეტიკური პროფილი? დადებითი პასუხის შემთხვევაში ექსპერტიზას წარედგინება შესადარებელი ნიმუში.
  • აღენიშნება თუ არა ნივთებს დაზიანებების რაიმე კვალი და შეიძლება თუ არა ეს დაზიანებები განვითარებულიყო სიმაღლიდან ვარდნის შედეგად?
  • აღენიშნება თუ არა წინდებსა და საფენებს დენთის კვალი?
  • და აღენიშნება თუ არა ნივთებს ხელის კვალი?

არაგვის ნაპირზე აღმოჩენილი წინდებისა და ფეხსაცმლის საფენების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა მხოლოდ შავი ფერის სპორტული ჩანთა, რომელიც გამოძიებამ 19 ივნისს, მაშინ აღმოაჩინა ხიდის საყრდენ სვეტზე შემოდებული, როდესაც საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა. დადასტურებულია, რომ შავი ჩანთა სწორედ გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორ აღმოჩნდა ჩანთა ხიდის საყრდენ სვეტზე, ამის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თავად ჩანთა, ისევე როგორც წინდები, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურადაა აღწერილი, რა ეცვა და რა მდგომარეობაში იპოვეს ცხედარი მყვინთავმა-მაშველებმა. მაშველებისა და ექსპერტების მიერ ხელმოწერილ ოქმში მითითებულია, რომ გიორგი შაქარაშვილს „აცვია შავი შორტი, მომწვანო ორნამენტებიანი მოკლესახელოებიანი დღის პერანგი, ჰკიდია მოყვითალო ფერის ძეწკვი და ასეთივე ფერის ჯვარი“ ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მას ფეხსაცმელი არ ეცვა და კიდურებზე აღენიშნებოდა წყალში დიდხანს ყოფნის კვალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved