• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის და როგორ შეუძლია უფასოდ მედიკამენტების მიღება? (სრული ნუსხა)

ალია ავტორი - ალია
12:17 06-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
593

“საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ” – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:

პირი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;

მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი) ვეტერანი;

პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;

ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;

0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.

რაც შეეხება წლიურ ლიმიტს, სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეული ოდენობის თანხას და მოქალაქეებს იმ თანხის ფარგლებში შეუძლიათ უფასოდ შეიძინონ განსაზღვრული მედიკამენტები. უფრო ზუსტად კი, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებისთვის 200 ლარია გამოყოფილი, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის – 300, დიაბეტის (ტიპი II) შემთხვევაში  – 40 ლარი, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებისას – 20 ლარი, პარკინსონის დაავადებისთვის – 400 ლარი, ხოლო ეპილეფსიისთვის – 300 ლარი.

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?

პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.

ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში. ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი.

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

დიაბეტი (ტიპი II);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

ეპილეფსია;

პარკინსონის დაავადება.

როგორ უნდა მიიღოს პირმა მომსახურება?

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამაში პირის ჩართვა ხდება ავტომატურად. მედიკამენტის მისაღებად პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს:

სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმის მიერ ელექტრონულ მოდულში ფორმა №IV100/ა-ის ატვირთვის შემდგომ, მოსარგებლე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმის ბეჭდურ ვარიანტს;

პროგრამის მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი, მიმართავს აფთიაქს და პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგენს უნიკალურ კოდს და მოთხოვნის ფორმას;

აფთიაქი გასცემს პროგრამის მოსარგებლისთვის ელექტრონულ მოდულში ექიმის მიერ რეგისტრირებულ მედიკამენტებს;

უნიკალური კოდის გამოყენება შესაძლებელია მისი მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

გარდა ამისა, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.

აღსანიშნავია, რომ 500-ლარიანი ვაუჩერი შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში მრავალჯერადად გამოიყენონ, იქამდე, სანამ ეს თანხა არ ამოიწურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved