• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის და რას დაეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნებში და რა არის გამოსავალი? – გიორგი ქადაგიძე

ალია ავტორი - ალია
14:16 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე:

“ჩემი აზრი 2024 წლის არჩევნების შესახებ ასეთია:
ბიძინას მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რუსეთი, კრიმინალური სამყარო, სასამართლო და ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, პოლიტიკური პოლიცია (სუსი), მისი მოკავშირე უკიდურესი სიღარიბე, სსიპ-ებში გაფორმებული ხელფასიანი პარტაქტივი და 5-10% იანი პრორუსულად განწყობილი ელექტორატი.
ვინც ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, შეუძლია ამ პოსტის კითხვა აქ შეწყვიტოს.
“არჩევნებად” წოდებულ შიდა ომს კი, კონვენციური და პოლიტიკის წიგნებში ამოკითხული საარჩევნო სტრატეგიებით ვერ მოიგებ.
ჩვენი პირველადი ამოცანაა ჯერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლება მოვიპოვოთ. ამისთვის სამი ძირითადი რეფორმაა საჭირო:
პირველი, ელექტრონული არჩევნები, რომელიც შედეგებს მყისიერად გვამცნობს და სხვა სიკეთეებთან ერთად, ახალგაზრდების მნიშვნელოვან ჩართულობას უზრუნველყოფს (იხ. ესტონეთის მაგალითი).
მეორე, ასი ათასობით ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქის ჩართულობის უზრუნვეყოფა (ვადაგასული პასპორტების განახლებით, ახალი უბნების დამატებით, დისტანციური ხმის მიცემით და ა.შ.), რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შედეგზე (იხ. მოლდავეთის მაგალითი).
მესამე, პოლიტიკური პოლიციის (სუსის) და პარტაქტივად გადაქცეული “კოორდინატორების” (სკოლების, გამგეობების და სხვა ადმინისრაციული რესურსის) გათიშვა საარჩევნო პროცესიდან.
სრულად პროდასავლური ოპოზიცია და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ ერთი იდეის გარშემო, მოვიპოვოთ და ჩავაბეტონოთ თავისუფალი/სამართლიანი არჩევნების უფლება. ასე ჩატარებული არჩევნებით მივიღებთ რეალურ ევროპულ კოალიციებს, ევროპულ წარმატებებს, კრიზისებზე პასუხისგებელ და გადამდგარ ხელისუფლებებს. მოკლედ, იმას, რასაც ევროპული დემოკრატია ქვია, ყველა თავისი სიკეთით.
ერთი ნომრის ქვეშ, წინასწარ დასახელებული კაბინეტი, რომელიც მანამდე ყველა ძირითად აქტორთან შეთანხმებულ საარჩევნო რეფორმას გაატარებს და დანიშნავს/ჩაატარებს რეალურ არჩევნებს 9-12 თვეში. სადაც, ვის როგორც უნდა, რანაირადაც უნდა, ისე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, გადავწყვეტთ, ვის ვანდობთ ქვეყნის მართვას მომდევნო 4 წლით.
პ.ს. როგორც მანდელას ცნობილ სიტყვაშია “It always seems impossible until it’s done”.
თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved