• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის აღუდგება 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა?

ალია ავტორი - ალია
12:20 12-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას – პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გაიმართა კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იმ პირებს, რომლებსაც ამ მომენტისთვის აქვთ მართვის მოწმობები შეჩერებული (და რამდენიმე ათეული ათასია ამ პირთა რაოდენობა) 1-ლი იანვრიდან და 1-ლი თებერვლიდან, გარკვეული დარღვევების შემთხვევაში ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის მოწმობები და მათ შეეძლებათ, რომ თავიანთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დასხდნენ, მაგრამ ეს იქნება გამაფრთხილებელი ნაწილი. თუ ისინი კვალავ ჩაიდენენ იგივე დარღვევას, მათთვის კანონი იქნება მკაცრად განსაზღვრული. ამავდროულად, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ თუ პირს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და გავა ჩამორთმევის ვადის ნახევარი, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გადაიხადოს კონკრეტულო თანხა, ან მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და აიღოს მართვის მოწმობა. ეს ჩანაწერები უქმდება. შესაბამისად, 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ წარმოდგენილი ინიციატივები. ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის, ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1-ელი იანვრიდან, აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში, 1-ელი თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა.

რაც შეეხება ვის არ შეეხება – არ შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ პირი დაშავდება, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს მას მართვის მოწმობა ჩამორთმეული. მას არ აღუდგება მართვის მოწმობა. ინიციატივის მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ მართვის მოწმობები, ამავდროულად დაფიქრდნენ, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია. ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ მართვის მოწმობის მიღების საშუალება და საპატრულოს ხელმძღვანელს აღარ ექნება უფლება, რომ მიმართვის შედეგად, შესაბამისი შეზღუდვა მოხსნას და მართვის მოწმობა დაუბრუნოს,” – განაცხადა გორდულაძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved