• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვირუსს არ აწყობს, რომ მოგვკლას” – ომიკრონის 2 ვარიანტი, რეინფიცირება და ვაქცინები – იმნაძე

ალია ავტორი - ალია
04:34 02-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.

კითხვას, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია, უნდა ველოდოთ, თუ არა, ახალ შტამებს და რამდენად ხშირია რეინფიცირების შემთხვევები, იმნაძე ასე პასუხობს:

“ეგ რომ ვიცოდე, ნამდვილად… კორონავირუსი არის რნმ ვირუსი, რნმ ვირუსებში ძალიან ბევრი მუტაცია ხდება, ყველა ცოცხალ ორგანიზმში სულ ხდება მუტაცია, ახლა რომ ვლაპარაკობ, ჩემი ორგანიზმის უჯრედებშიც ხდება ეს მუტაციები და ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში რომ მუტაციები ხდება. მაგალითად, რა არის კიბო? თუ რომელიმე უჯრედი გადაგვარდა, მუტაცია განიცადა და უკონტროლოდ დაიწყო ზრდა – ეს არის კიბო. ვირუსებში მუტაციები როცა ხდება… ფილოსოფიაში თუ გადავვარდებით, ვირუსს არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას, იმიტომ რომ თუ ჩვენ მოგვკლავს… იმას ცოცხალი უჯრედი სჭირდება რომ გამრავლდეს და ვეღარ გამრავლდება. ასეთი კუთხით თუ შევხედავთ, ვირუსი უნდა მოგვერგოს ჩვენ და კარგად იცხოვროს ჩვენ ორგანიზმში, მერე სხვაზე გადავიდეს, მერე სხვაზე და სჭირდება არ მოგვკლას, თუ უცებ მოგვკლა ვერ გადავა სხვაზე, შეიძლება ვერ მოასწორს, ასე რომ ეს კანონებია, რომელსაც ძალიან ძნელია ვინმე წინ აღუდგეს. მუტაციები სულ მოხდება. მაგრამ წესით და რიგით, უნდა მოველოდოთ, რომ უფრო მსუბუქისკენ წავიდეს კორონას შემდგომი ვარიანტები და მიმაჩნია, რომ ალბათ, 2022 წელი ბოლო წელი იქნება პანდემიის და მერე ალბათ, სეზონურ ვირუსად გარდაიქმნება და ზამთარში ისევ მობრუნდება. ახლა ზამთარში 4 კორონავირუსია, ადამიანის კორონავირუსები, რომელიც ყოველ ზამთარს არის. 2019 წელს, რა ვირუსებიც ცირკულირებდა ზამთრის მანძილზე, მათი 10 პროცენტი იყო კორონავირუსი, მაგრამ ეს ადამიანის კორონავირუსებია, რომელიც გენეტიკური ანალიზით, ალბათ, 300 წლის წინ გადმოვიდა ადამიანზე, მოგვერგო უკვე და გაციების ვირუსი გახდა. 300 წელი ხომ რა ველოდებით, როგორ გახდება ეს კორონავირუსიც ადამიანზე მორგებული. ალბათ, აღარ იქნება ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც თავიდან იყო.

ომიკრონი ქვეყანაში დეკემბერში გამოჩნდა, ამიტომ ჩვენ ომიკრონის რეინფიცირება არ აღგვიწერია, თუმცა, ვისაც სხვა ვარიანტები ჰქონდა გადატანილი მათი რეინფიცირება ომიკრონით საკმაოდ ხშირია, სამწუხაროდ. თვითონ ომიკრონის შემდგომ რეინფიცირება… იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე ადრე გავრცელდა, უკვე აღწერილია ომიკრონით რეინფიცირების შთხვევები. ომიკრონის ორი ვარიანტი დადის და შეიძლება ერთი ვარიანტი დაგემართოს და მერე მეორეც – ესეც აღწერილია, სხვა ქვეყნებში, სამწუხაროდ. იშვიათად ხდებოდა რომ დელტა ვისაც ჰქონდა გადატანილი, ის ისევ დელტა შტამით დიანფიცირებულიყო, იშვიათად, მაგრამ, ხდებოდა. ომიკრონის შემდეგ როგორი იქნება დაცვა დელტა ვარიანტისგან, ეგ ჯერ არ ვიცით, კვლევები არ გამოცხადებულა.

სამწუხაროდ, უკვე გამოჩნდა, რომ ომიკრონი ვინც გადაიტანა, ერთი თვის მერე უკვე ომიკრონის მეორე ვარინატი დაემართოს შეიძლება. თუმცა, მტკიცებულებები სამეცნიერო ცოტაა. ომიკრონის მეორე ვარიანტი ათი პროცენტით უიფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ომიკრონის პირველი ვარიანტი.

ახლა ვართ ომიკრონის პიკში და ეს ერთი კვირა, შესაძლოა 10 დღეც გვექნება ძალიან მძიმე და მგონი მერე დაიწყებს კლებას.

თავიდან ვაქცინა დამზადებული იყო ვუჰანური შტამის წინააღმდეგ, ვაქცინა ყველაზე ეფექტური იყო იმ შტამის მიმართ. იმიტომაა რომ ახლა მიდის მუშაობა რომ ომიკრონზეც დაამზადონ სპეციფირური ვაქცინა. შეიცვალა ვირუსი და შესაბამისად ნაკლებად გახდა ვაქცინა დამცველი.

გრიპის ვაქცინა იმ სეზონზე გიცავს, მაგრამ მეორე წელს თავიდან უნდა გაიკეთოს ადამიანმა, ასეთია, ჯერჯერობით, რაც არსებობს, კორონას ვაქცინებიც.

თეგები: პაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved