• რეკლამა
  • კონტაქტი
04:21, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვირუსის ევოლუციის და მრავლობითი მუტაციის შედეგად შანსია მივიღოთ ვირუსის უფრო მსუბუქი ფორმა“ – ეპიდემიოლოგი

ალია ავტორი - ალია
13:33 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ვირუსის ევოლუციის და მრავლობითი მუტაციის შედეგად შანსი არის მივიღოთ ვირუსის უფრო მსუბუქი ფორმა – ამის შესახებ ამერიკაში მომუშავე ექიმი-ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა სოციალურ ქსელში წერს.

Omicron – ყოველი შემდეგი კვირა იქნება ახალი და ემოციური მოლოდინი მონაცემების, განსაკუთრებით მოვლენათა ეპიცენტრიდან. გამოცდილ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უწყვეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის! 4 დეკემბრის მონაცემებით ასეთი სურათი იკვეთება:- სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ პანიკის საფუძველს არ იძლევა. – ომიკრონს დელტა ვარიანტზე მნიშვნელოვნად სწრაფი ტრანსმისია (გადაცემა) ახასიათებს, რომელიც ექსპონენციალურად მატულობს. დიდი შანსია ყველას შეხვდეს. ამიტომ აცრა ისევ კრიტიკულია. – უფრო ხშირია ახალგაზრდებში. შემთხვევების 80% 50 წლამდე პოპულაციაში გვხვდება. ომიკრონით ინფიცირებულთა შორის 19% 0-9 წლამდე ბავშვია. – რეინფიცირება (განმეორებითი) ხშირია გადატანილებში. გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ აფრიკაში კოვიდი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაიტანა. სრულად აცრილია მოსახლეობის 42.7% – მიუხედავად ომიკრონის კოლოსალური სიჩქარით გავრცელებისა, მძიმე კლინიკა და გართულებები არ იკვეთება. კლინიკური პრეზენტაცია სრულიად განსხვავდება წინა ვარიანტებისგან. უფრო ხშირად მიმდინარეობს მსუბუქი სიმპტომატიკით. მეტად იკვეთება დაღლა, თავის და ტანის ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ყელში ფხაჭნის/შეშუპების შეგრძნება და სურდო. ნაკლებად ახასიათებს პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. – ახალი შეჯამება გუშინ გამოქვეყნდა ომიკრონის გლობალური ეპიცენტრიდან – სამხრეთ აფრიკის ჩრდილო Gauteng-ის პროვინციის, Tshwane-ის მუნიციპალური ჰოსპიტლიდან, რომელიც ქალაქ Pretoria-ის ნაწილია 2.7 მილიონი მოსახლეობით. დღეში ომიკრონის 10,000 დადასტურებული შემთხვევა აქვთ. რეალურად ეს ციფრი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს (10-15 ჯერ). ეხლა რას ვხედავთ ასეთი გავრცელების ფონზე? ზოგადად ჰოსპიტალიზაციამ კი მოიმატა, მაგრამ ამ ზომის პოპულაციის და ასეთი მასშტაბის გავრცელებისთვის უცნაურად დაბალია კოვიდ-ინფიცირების მიზეზით ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობას შემთხვევით დაუდგინეს კოვიდი. ისინი კოვიდის გამო არ მოხვედრილად ჰოსპიტალში, არამედ სხვადასხვა მიზეზებით (ქირურგიული, გინეკოლოგიური, და ა. შ.). მათ 70%-ს ჟანგბადის მიწოდება არ დაჭირვებია. სატურაცია ნორმალური აქვთ პალატის ჰაერის სუნთქვის ფონზე. სუნთქავენ ნორმალურად. შეგახსენებთ, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში თუ პაციენტს ჟანგბადი არ ჭირდება, მას სახლში მკურნალობენ. წინა ტალღების დროს მსგავსი არაფერი გვინახავს. ამ პროვინციის რამდენიმე სხვა ჰოსპიტალშიც მსგავსი სურათი იკვეთება.- ეხლა რაც შეეხება ომიკრონს აცრილებში: ჰოსპიტალში ერთადერთი პაციენტი მოათავსეს, რომელიც 2 დოზით არის აცრილი და რომელსაც ჟანგბადით მკურნალობენ. მას ანამნეზში პანდემიამდე ქრონიკული ობსტრუქციული რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადება აღენიშნებოდა. – რას შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს? დიდი ალბათობით საშუალოდ 2 თვეში ომიკრონი გლობალურად დომინანტური ვარიანტი გახდება. შესაძლოა გადაფაროს ყველა სხვა (განსაკუთრებით დელტა). ვირუსის ევოლუციის და მრავლობითი მუტაციის შედეგად შანსი არის მივიღოთ ვირუსის უფრო მსუბუქი ფორმა, რომელსაც მეტი გადაიტანს, მაგრამ გადაიტანს უფრო მსუბუქად. შესაბამისად ნაკლები იქნება გართულებები, სისხლში ჟანგბადის სატურაციის კლება, ფილტვის შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება, წამება და ფატალურ გამოსავალი. ნაკლები წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემებზე. თუ ასე მოხდა, საუკეთესო სცენარს მივიღებთ და პანდემიის დასასრულსაც ვნახავთ.. – ეს არის მხოლოდ აღწერილობითი ტიპის სტატია და რა თქმა უნდა მეტი კვლევაა საჭირო სტატისტიკურად ღირებული დასკვნების და მათი გენერალიზების/განზოგადებისთვის. – ვამატებ: ჯერ არ ვიცით როგორი სიმძიმით წავა ომიკრონი იმ პოპულაციაში, რომელსაც იმუნიტეტი საერთოდ არ გააჩნია, არც აცრილა და არც არასოდეს დაინფიცირებულა. ამიტომ აიცერით სანამ თქვენამდე მოუღწევია. https://www.samrc.ac.za/…/tshwane-district-omicron….-წერს თამარ ქვარცხავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved