• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებენ, ყველა არის კარგად ცნობილი – არაფერია უჩვეულო, რაც აქამდე არ ხდებოდა სეზონზე“ – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
01:36 11-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებენ, ყველა არის კარგად ცნობილი – არაფერია უჩვეულო, რაც აქამდე არ ხდებოდა სეზონზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ბოლო პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა, განსაკუთრებით ბავშვებში, 3 კვირის წინ გააქტიურდა ეს პროცესი, როდესაც სიცხის, ხველისა და სხვა სიმპტომების გამო ბავშვების მშობლებს ჰქონდათ შიში. ბოლო კვირაში, გამოძახებისა და ჰოსპიტალიზაციის კუთხით მატება აღარ არის. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს და წამოვიდეს კლებისკენ.

შესაძლებელია მატება ისევ იყოს თებერვალში, რაც ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს სეზონურად, მაგრამ ეს არაფერია უჩვეულო მისგან, რაც აქამდე არ ხდებოდა სეზონზე. ვირუსები, რომელიც ცირკულირებს, ყველა არის კარგად ცნობილი ვირუსი. საქმე გვაქვს კარგად შესწავლილ, ცნობილ ვირუსებთან. დღეს უფრო მეტად არა გრიპის, არამედ რესპირაციულ-სინციტიური და ადენო ვირუსი ცირკულირებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„კოვიდი ეტაპობრივად გადავიდა რუტინულ პრაქტიკაში, ანუ ჩვენ ყოველდღიურად არ ვაცხადებთ იმ ინფექციურ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ათეულობით გამოვლინდეს, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მიმდინარე რუტინული პრაქტიკა, ახლა ასეა კოვიდიც.

კოვიდის შემთხვევებმა რამდენიმე კვირაა არ სცილდება 150 ცალს, დადებითობის მაჩვენებელი არის 0%, მაგრამ მიუხედავად ამისა ტესტირების პროგრამა გრძელდება, დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი, გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალურია. გადის დღეები არც ერთი შემთხვევა არ არის. ეს ყველაფერი განლევისკენ მიდის და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თეგები: თამარ გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved