• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვიქტორ ორბანი ოდესღაც კარგი კაცი იყო“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:07 04-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ვიქტორ ორბანი ოდესღაც კარგი კაცი იყო. მე ის პირველად გავიცანი თავისუფალი უნგრეთის სულ დასაწყისში, როცა 1993 წელს, როგორც ფიდეშის ლიდერი შეგვხვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლის სტუდენტებს, რაცკევეს სასახლეში ბუდაპეშტთან. მაშინ ის იყო ტანწერწეტა, ქარიზმატული, თვალებანთებული იდეალისტი პოლიტიკური ლიდერი.

მოგვიანებით ორბანმა მხარი დაუჭირა ვარდების რევოლუციას, როგორც ოპოზიციის ლიდერმა და შემდეგ, როგორც პრემიერმა მჭიდრო კავშირები დაამყარა ჩვენთან. მაშინ ის აქებდა ქართულ რეფორმებს და თავს იწონებდა, როგორც თვითონაც რეფორმატორი. ის ჩამოვიდა 2012 წელს ჩვენს მხარდასაჭერად არჩევნებზე. 2012 წლის რუსული სპეცოპერაციის შემდეგ, მან შემომთავაზა მე და ჩემი მთავრობის წევრებს თავშესაფარი უნგრეთში. მე ეს არ მჭირდებოდა, მაგრამ ბევრი წავიდა.

შემდგომაც 2017 წლის ჩათვლით ის მუდმივად მხვდებოდა, მაგრამ უცნაურად დამამახსოვრდა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, როდესაც მან 2015-ში მითხრა – „მიშა, გამაცანი უკრაინელი ოლიგარქები და ერთად გავაკეთოთ ფული.“ ჯერ ერთი, მაშინ ოდესის გუბერნატორი ვიყავი და ხელჩართული ომი მქონდა უკრაინელ მილიარდერ-ოლიგარქებთან და მათ მედია საშუალებებთან. მეორეც, ცხოვრებაში არ განმიხილავს პოლიტიკა, როგორც ფულის კეთების საშუალება, თან ეს არანაირად არ ჯდებოდა ჩემს წინა წარმოდგენაზე ორბანზე, ამიტომ იმედი დავიტოვე, რომ ის ხუმრობდა.

დაახლოებით ამ დროს დაიწყო ავტორიტარული გადახრა უნგრეთში. მერე კი მან გაიცნო ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა. სამაგიეროდ ორბანმა „ოცნებას“ ასწავლა პოლიტ-ტექნოლოგიები, ჩამოაყალიბებინა პროპაგანდისტული ლოზუნგები, ასწავლა უნივერსიტეტების დახურვაც კი.

გარდა ამისა, ორბანი გახდა პუტინის მთავარი შიკრიკი ივანიშვილთან. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ის ჩამოვიდა ქოცების მხარდასაჭერად (ჩემი ინფორმაციით, თავისი თვითმფრინავით, ამის სანაცვლოდ 30 მილიონი დოლარი წაიღო ბუდაპეშტში) და ასევე ჩამოიტანა პუტინის მოთხოვნა – ევროკავშირზე დაუყოვნებლივ უარის თქმა, რაც რეჟიმმა შეასრულა კიდეც, კობახიძის პირით. გარდა ამისა ორბანი იქცა ივანიშვილისთვის ამერიკასთან „დალაგების“ ერთ-ერთ არხად. რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ (მეორე არხია ემირატების კომპანია და მისი ამერიკელი ძალიან ცნობილი სახელის მატარებელი ინვესტორები, სწორედ ამ სახელების არ გამჟღავნებისთვის არის „არაბული ქალაქების“ ხელშეკრულება გასაიდუმლოებული).

ასევე, ორბანი ვეტოს ადებდა ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და გუშინ სიიარტო გამოიჭირეს რუსეთის და საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის დოკუმენტების სასწრაფოდ განადგურების პროცესში. როგორც ვიცი, ორბანს საიდუმლო შეთანხმებები ჰქონდა რუსეთთან და საქართველოსთან, მათ შორის სანქციების დაბლოკვაზე. მადიარი აპირებს გამოძიებების დაწყებას და დარწმუნებული ვარ ამოვარდება ფინანსური მაქინაციები ივანიშვილთან ერთად.

სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ მადიარი ორბანის პარტიიდან იყო გამოსული, ჩემი აზრით გადამწყვეტი იყო ღარიბაშვილის დაჭერის დროს. ივანიშვილმა უბრალოდ თავი დაიზღვია.

ზოგადად უნგრელმა ერმა მოახდინა ელექტორალური რევოლუცია. ეს არის ერი, რომელმაც მოახდინა მე-19 საუკუნის, მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე სერიოზული რევოლუცია 1848 წელს და ასევე საბჭოთა კავშირს აუჯანყდა იმრე ნადის მეთაურობით 1956 წელს.

გაკვეთილი საქართველოსთვის დღესავით ნათელია. 2022 წელს უნგრეთშიც ოპოზიციამ შექმნა რაღაც დროებითი საარჩევნო კავშირი, სადაც ყველა ერთმანეთს ვერ იტანდა და ისინი ორბანმა გამანადგურებლად დაამარცხა, ვინაიდან ისინი იყვნენ ფეისბუქის და ტელეარხების პოლიტიკოსები, რომელთაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხთან.

შემდეგ კი გამოჩნდა პიტერ მადიარი, რომელიც სხვა პოლიტიკოსებთან კი არ ატარებდა დროს, არამედ დღე და ღამე იყო გასული ხალხში, მოქმედებდა ისე, როგორც მე 2002-2003-ში და მან ბოლომდე გაანადგურა ორბანის პარტია. მან ერთის მხრივ დაარწმუნა ხალხი, რომ გამარჯვება შეეძლო, მეორეს მხრივ დაარწმუნა იდეალისტური ახალგაზრდობა, რომ ის არ იყო გასვრილი და ისინი მოვიდნენ არჩევნებზე.

2024-ში საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და შესაბამისად არც დაიცვა მისი შედეგები, ხოლო უფროსი მოსახლეობის ნაწილი იმიტომ არ მივიდა, რომ გამარჯვების არ სჯეროდა. გილაურების ჩარევამ არჩევნებში და პარტიების უმრავლესობის ნაც. მოძრაობის წინააღმდეგ დარაზმვამ, მუდმივმა ურთიერთ-კბენებმა უკიდურესად ნეგატიური როლი ითამაშა ხალხის განწყობაზე.

თუ გამარჯვება გვინდა უნდა გამოვიდეთ ფეისბუქებიდან, ტელესტუდიებიდან და გავცდეთ რუსთაველის გამზირს, დავუკავშირდეთ ნამდვილ ხალხს!“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved