• რეკლამა
  • კონტაქტი
02:57, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიყიდე შამპანიური, წამოვწექი და დავლიე, თან იმაზე ვფიქრობდი, რო ახლა ის წევს ნარზე და მე თბილ, ფუმფულა ლოგინში” – რას უყვება “ალიას” წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მამაკაცი

ალია ავტორი - ალია
20:37 10-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

გიორგი ჯავახაძე, ალია

ბავშვობაში მესმოდა, ყველაფერზე ვინც იცინის, გიჟიაო, მაგრამ ბოლო დროს, ყველაფერზე ვიცინით და დამამშვიდებელსაც არავინ გვასმევს.

მიშა ჩამოვიდა – ჰაჰაჰაო, რა ჩამოვიდა, ეგ მიშა არ არის, მიშა უკრაინაშია, ეგ მიშას ვიდეო ჩამოვიდაო.

დაიჭირეს მიშა და მიშას მომხრეებს, იმის ნაცვლად, რომ სწყენოდათ ბელადის დაჭერა, იმათაც სიცილი დაიწყეს – ბუჰაჰაჰაა, ხომ ვამბობდით, მიშა ჩამოსულიაო…

პრემიერმა უპასუხა – ჰაჰ, ჯერ კიდევ მაშინ დავინახეთ, როცა ქვეყანაში შემოვიდა, მაგრამ ველოდით ხელსაყრელ მომენტსო.

მერე ამათ პრემიერს დასცინეს, პრემიერმა ისევ ამათ, მერე კობახიძემ ჟურნალისტებს დასცინა, ჟურნალისტებმა – კობახიძეს, წულუკიანმა მიშას დედაზე დასცინა, წულუკიანს პასუხად, სულ სმაილ-სმაილ აგინეს…

მიშა ისეთი ბედნიერი სახით შევიდა ციხეში…

ეს არჩევნები რეფერენდუმი იქნებაო, არჩევნებზე მხოლოდ 51,9 პროცენტი მივიდა ამომრჩევლის და „ნაცმაც“ იზეიმა, „ქოცმაც“ და ნიგერიელმა კანდიდატმაც, მარტო შალვა დარჩა, ნათელაშვილი, უკმაყოფილო.

ე.წ. რეფერენდუმზე რომ მხოლოდ 51,9 პროცენტი მოვა ამომრჩევლის, მანდ სასაცილო და საზეიმო რა არის, გაუგებარია, მაგრამ სიცილის წამალია, ეტყობა, ქვეყანაში გაშვებული.

ჩემ ეზოში 17 ოჯახი ცხოვრობს, ერთადერთხელ მოვიდა ქოცების კოორდინატორი, ორ კარზე მიაკაკუნა, ერთმა გაუღო, მეორემ – არა და წავიდა… აი, სამაგიეროდ, ოპოზიციიდან, არც ერთი პარტიიდან არც ერთი აგიტატორი, ან კოორდინატორი არ მოსულა. ეტყობა, ამათ მართლა ჰგონიათ, ეკრანებს რომ მიასკდებიან ხოლმე და გამოიჯგიმებიან, ხალხი უნდა იჯდეს მთელი დღე ტელევიზორთან, რომ იქნებადა, რომელიმე ტელევიზორით გამოვიდეს და რამე უთხრას? ხო, აბა, რა, გლეხი 12 საათზე იღვიძებს, 13 საათზე ყავას სვამს ჯერ ისევ ხალათით, 14 საათზე სტილისტთან მიდის, 15 საათზე ლანჩი აქვს, 16 საათზე ტელევიზორს რთავს და გელით… ან, ჩემი მეზობელი „სტაიანშიკი“, მთელი დღე, წვიმაში, ქარში, თოვლში, მზეში, ქარში გარეთ რომ დგას და სახლში გვიან მოდის, მერე ტელევიზორს რთავს და ახვევს, აბა, ერთი დღეს პოლიტიკოსებმა რა თქვესო…

რომ მოსულიყავით ხალხთან, ან რა უნდა გეთქვათ? პროგრამა თქვენ არ გქონდათ და წულუკიანი რომ გესლიანი ენის პატრონია და კობახიძე ასეთი სასაცილო გაუჩნდა დედას, უთქვენოდაც იციან…

მოკლედ, ამ სიცილ-ხარხარში, მიშა ციხეშია. უამრავი ადამიანი ჰყავს გაწამებული წინა რეჟიმს, არც იმათ სცემს პატივს „ოცნება“, მაინც აქციეს ცირკად მიშას შემოსვლაც და დაკავებაც.

„ალიას“ წინა რეჟიმის დროს დაზარალებული ახალგაზრდა კაცი უყვება:

„არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების გარეშე მოხდა მიშას შემოსვლა… ვხვდები, რომ რაღაცა დიდი თამაშია. მაგრამ, პირველი რეაქცია რა მქონდა, იცით? ვიყიდე შამპანიური, წამოვწექი და დავლიე, თან იმაზე ვფიქრობდი, რო ახლა ის წევს ნარზე და მე თბილ, ფუმფულა ლოგინში. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა საკანში შედიხარ, შენ უკან კარი იკეტება და იცი, ამ კარის გასაღები არ გაქვს. დიდხანს არ მოუწევს მიშას ციხეში ჯდომა, ცხადია, ამ გარანტიის გარეშე იგი არ ჩამოვიდოდა, ამიტომ არ ჩამოდიოდა აქამდე, მაგრამ ამ პერიოდში, ზუსტად გაიგებს, რას ვგრძნობდით ის ადამიანები, ვინც იქ ვისხედით მისი უსამართლო სისტემის გამო. მართალია, მას ვერავინ შეეხება ვიცი, და ისიც ვიცი, რომ თავადაც იცის, რომ მალე გამოვა, მაგრამ, მაინც უზარმაზარი დარტყმა იქნება მისთვის, დაკეტილი კარი! ამაში დარწმუნებული ვარ, ის ერთი, თუ ორი თვე მისთვის საკმარისი იქნება, რომ მიხვდეს, რა გრძნობაა. პატიოსან, მართალ ადამიანს თავმოყვარეობაც ელახება და ცხოვრება აღარ უნდა მერე, ის ამას ვერ იგრძნობს, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რასაც იგრძნობს. მართალია, არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორ დააკავეს, რისთვისაც დააკავეს და რისთვისაც აქვს მისჯილი, ასეთი წარსულის მქონე ადამიანს, რომ მხოლოდ 6 წელს ვედავებით, სირცხვილიც კია, მაგრამ იმ მომენტში, როცა დააკავეს, ეს ვიგრძენი…“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved